მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ფინური ლიფტების კომპანია Kone-იმ გერმანული TK Elevator-ს $34.4 მილიარდად ყიდულობს
ფინური ლიფტების კომპანია Kone-იმ გერმანული TK Elevator-ს $34.4 მილიარდად ყიდულობს

ფინური ლიფტების კომპანია Kone-იმ გერმანული TK Elevator-ს $34.4 მილიარდად ყიდულობს

BM.GE30 აპრილი, 2026, 04:32|bm.ge

ლიფტების მწარმოებელმა წამყვანმა ფინურმა კომპანია Kone-მა გერმანული კონკურენტი, TK Elevator-ი €29.4 მილიარდად ($34.4 მლრდ.) შეიძინა. აღსანიშნავია, რომ ეს გარიგება ბოლო წლების განმავლობაში ევროპაში ერთ-ერთი უმსხვილესი შეთანხმებაა.

გარიგების შედეგად მსოფლიოში ლიფტების უდიდესი მწარმოებელი შეიქმნა. აღსანიშნავია, რომ გაერთიანებით ჩამოყალიბებული კომპანია თავისი ფინანსური რესურსებითა და წარმოების შესაძლებლობებით ბაზრის ამერიკულ და შვეიცარიულ ლიდერებს, Otis-სა და Schindler-ს აჯობებს.

როგორც Kone-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ფილიპ დელორმმა განაცხადა, ეს ნაბიჯი ინოვაციური კომპანიის განვითარებისთვის მყარ საფუძველს ჩაყრის. TK Elevator-ის ხელმძღვანელის, უდაი იადავის თქმით კი, ეს გაერთიანება მომხმარებლებისთვის საუკეთესო შესაძლებლობებს შექმნის.

აღსანიშნავია, რომ Kone-ის აქციონერების დიდმა ნაწილმა გარიგებას მხარი დაუჭირა. მომხრეების მფლობელობაში არსებული აქციები ხმების საერთო რაოდენობის 74.3%-ს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ შერწყმის პროცესი ანტიმონოპოლიური სამსახურების მხრიდან მკაცრ შემოწმებას დაექვემდებარება. შვეიცარიულმა კომპანია Schindler-მა უკვე განაცხადა, რომ გარიგების გასაჩივრებას შესაბამის უწყებებში გეგმავს. პარალელურად, ანალიტიკოსები ყურადღებას ბაზარზე კონკურენციის შესაძლო შეზღუდვაზე ამახვილებენ.

ცნობისთვის, TK Elevator-ი დამოუკიდებელ კომპანიად 2020 წელს იქცა. ის Thyssenkrupp-ის შემადგენლობიდან 6 წლის წინ გამოვიდა. მაშინ კომპანია საინვესტიციო ფონდებმა, Advent-მა და Cinven-მა €17 მილიარდად ($19.9 მლრდ.) შეიძინეს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

2021 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - ივნისში თბილისში სამშენებლო ნებართვების ფართობი 225.3%-ით გაიზარდა|G&T

2021 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - ივნისში თბილისში სამშენებლო ნებართვების ფართობი 225.3%-ით გაიზარდა|G&T

BM.GE

გათავისუფლებულ თანამშრომლებზე ₾8.5 მილიონის კომპენსაცია გაიცა|რამდენი შტატი გაუქმდა ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში?

გათავისუფლებულ თანამშრომლებზე ₾8.5 მილიონის კომპენსაცია გაიცა|რამდენი შტატი გაუქმდა ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში?

BM.GE

თბილისში, მეველეს ქუჩა N17-ში სახელმწიფო ქონება ₾2.2 მილიონად იყიდება|აუქციონი

თბილისში, მეველეს ქუჩა N17-ში სახელმწიფო ქონება ₾2.2 მილიონად იყიდება|აუქციონი

BM.GE

საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება

საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება

BM.GE