მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Fitch-ი საქართველოს საგადასახდელო ბალანსის დეფიციტის 5%-მდე ზრდას მოელის
Fitch-ი საქართველოს საგადასახდელო ბალანსის დეფიციტის 5%-მდე ზრდას მოელის

Fitch-ი საქართველოს საგადასახდელო ბალანსის დეფიციტის 5%-მდე ზრდას მოელის

BM.GE18 მაისი, 2026, 15:31|bm.ge

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ი 2026 წელს საქართველოს საგადასახდელო ბალანსის დეფიციტის ზრდას მოელის - ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაში არის აღნიშნული. განახლებული შეფასებით, Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად, BB დონეზე დატოვა და დაადასტურა სტაბილური პერსპექტივა. თუმცა, ორგანიზაციამ გადახედა ქვეყნის 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს და ის 5.3%-დან 6.5%-მდე გაზარდა.

ამასთან, Fitch-მა მსოფლიოში გაზრდილი ნავთობის ფასების ფონზე ხელახლა შეაფასა საქართველოს საგადასახდელო ანგარიშის ბალანსი და მიუთითა, რომ გაზრდილი ნავთობის ფასი ქვეყნის იმპორტზე ზეწოლას ზრდის, რაც თავის მხრივ საგადასახდელო ბალანსის დეფიციტზე ნეგატიურად აისახება.

2025 წელს საქართველოს ავტომობილების ექსპორტის რეკორდული მოცულობის გათვალისწინებით, მიმდინარე ანგარიშის ბალანსის დეფიციტი ისტორიულ მინიმუმამდე მშპ-ის 2.6%-მდე შემცირდა. Fitch-ი 2026 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის 5%-მდე ზრდას მოელის.

"მიმდინარე ანგარიშის ბალანსი 2025 წელს გაუმჯობესდა, რადგან დეფიციტი მშპ-ის 2.6%-მდე შემცირდა, მაშინ როცა 2024 წელს 5.3%-ს შეადგენდა. თუმცა, ჩვენი შეფასებით, გაუმჯობესების დიდი ნაწილი ექსპორტის დროებით ზრდას უკავშირდებოდა, რასაც ხელი შეუწყო ისეთმა სექტორებმა, როგორიცაა ავტომობილები რომელსაც საქართველოში საწარმოო ბაზა არ გააჩნია. ჩვენ ველოდებით, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი (CAD) მიმდინარე წელს მშპ-ის 5%-მდე გაიზრდება", - ნათქვამია Fitch-ის შეფასებაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

BM.GE