მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Fitch-ის მიერ პერსპექტივის შენარჩუნება ადასტურებს სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას - ვახტანგ ცინცაძე
Fitch-ის მიერ პერსპექტივის შენარჩუნება ადასტურებს სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას - ვახტანგ ცინცაძე

Fitch-ის მიერ პერსპექტივის შენარჩუნება ადასტურებს სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას - ვახტანგ ცინცაძე

BM.GE16 მაისი, 2026, 12:52|bm.ge

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის „BB“ დონეზე სტაბილური პერსპექტივით დადასტურებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ვახტანგ ცინცაძე ეხმაურება. მისი განცხადებით, სააგენტოს შეფასება ხაზს უსვამს ქვეყნის ეკონომიკურ უპირატესობას რეიტინგის მქონე სხვა ქვეყნებთან შედარებით.

„სარეიტინგო სააგენტო "Fitch"-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი BB დონეზე, ხოლო პერსპექტივა უცვლელად, სტაბილურ დონეზე დატოვა. აღსანიშნავია, რომ სარეიტინგო სააგენტო ყურადღებას ამახვილებს ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე - შეფასებაში ხაზგასმულია, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე სხვა შესადარისი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი“, - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.

მისი შეფასებით, გლობალურად მიმდინარე გეოპოლიტიკური შოკების ფონზე აღნიშნული პერსპექტივის შენარჩუნება კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოში სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებას. ვახტანგ ცინცაძემ განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება სააგენტოს მიერ ეკონომიკური ზრდის პროგნოზის კორექტირებაზე.

„შეფასებაში ყურადღება გამახვილებულია ქვეყანაში სანდო მაკროეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკის განვითარების ძლიერ ტენდენციაზე. ამის გათვალისწინებით, სარეიტინგო სააგენტომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2026 წლისთვის გააუმჯობესა, კერძოდ, წელს სარეიტინგო სააგენტო 6,5 პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას ელოდება, რაც წინა შეფასებასთან შედარებით 1,2 პროცენტული პუნქტით არის გაუმჯობესებული“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ცინცაძის თქმით, სარეიტინგო სააგენტო ასევე ხაზს უსვამს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის განახევრებას და საერთაშორისო რეზერვების რეკორდულ დონეს. უწყების მოლოდინია, რომ პოზიტიური მაკროეკონომიკური დინამიკა მომავალშიც შენარჩუნდება.

„ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენი მოლოდინია, რომ ტენდენციები, რაც წინა წლებში ფიქსირდებოდა ეკონომიკური ზრდის კუთხით, გაგრძელდება როგორც 2026, ასევე მომდევნო წლებში. ჩვენი მიზანია, რომ შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდა, რათა გაიზარდოს დასაქმების მაჩვენებელი, შემცირდეს უმუშევრობა და ქვეყანაში შეიქმნას მეტი დამატებული ღირებულება“, — განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დევნილთა სააგენტო 500-ზე მეტ ოჯახს საცხოვრებელ სახლებს შეუსყიდის - სამინისტრო

დევნილთა სააგენტო 500-ზე მეტ ოჯახს საცხოვრებელ სახლებს შეუსყიდის - სამინისტრო

BM.GE

მარკ როტკოს ტილო Sotheby’s-ის აუქციონზე $85.8 მილიონად გაიყიდა

მარკ როტკოს ტილო Sotheby’s-ის აუქციონზე $85.8 მილიონად გაიყიდა

BM.GE

Fitch-მა საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.5%-მდე გაზარდა

Fitch-მა საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.5%-მდე გაზარდა

BM.GE

პსპ-ს მარკეტინგის დირექტორი ანო გოგიჩაძე წლის მარკეტერად დასახელდა კამპანიისთვის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“

პსპ-ს მარკეტინგის დირექტორი ანო გოგიჩაძე წლის მარკეტერად დასახელდა კამპანიისთვის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“

BM.GE