მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Fitch-მა საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.5%-მდე გაზარდა
Fitch-მა საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.5%-მდე გაზარდა

Fitch-მა საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.5%-მდე გაზარდა

BM.GE16 მაისი, 2026, 17:09|bm.ge

Fitch-მა 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.5%-მდე გააუმჯობესა.

კერძოდ, Fitch-ი საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის ბოლო განახლებისას (2025 წლის 21 ნოემბერი) საქართველოში 2026 წელს 5.3%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებდა, ხოლო 15 მაისის განახლების თანახმად, აღნიშნული პროგნოზი ზრდის მიმართულებით გადაიხედა სარეიტინგო სააგენტოს მიერ და 6.5%-მდე გაუმჯობესდა.

Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე, ხოლო პერსპექტივა უცვლელად, „სტაბილურ“ ნიშნულზე დატოვა.

სარეიტინგო სააგენტოს შეფასებით, მიმდინარე წელს რეალური მშპ-ის მოსალოდნელი 6.5%-იანი მატება კვლავ უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე BB კატეგორიის სხვა თანატოლი ქვეყნების მედიანური მაჩვენებელი.

ანგარიშის მიხედვით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაუმჯობესებას ხელი შეუწყო იმან, რომ მოთხოვნის მხრიდან მშპ-ის ზრდა კარგად არის დაბალანსებული: ინვესტიციები აქტიურია, შინამეურნეობების მოხმარების ზრდა შეესაბამება რეალური განკარგვადი შემოსავლების მატებას, ხოლო წმინდა ექსპორტს ასევე პოზიტიური წვლილი შეაქვს ეკონომიკაში.

აღსანიშნავია, რომ 7 მაისს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ასევე 6.5%-მდე გაზარდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

BM.GE

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE