მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ფიზიკური პირების ქონების გადასახადის რეფორმის მოდელი ერთ კვირაში გახდება ცნობილი|კაკაურიძე
ფიზიკური პირების ქონების გადასახადის რეფორმის მოდელი ერთ კვირაში გახდება ცნობილი|კაკაურიძე

ფიზიკური პირების ქონების გადასახადის რეფორმის მოდელი ერთ კვირაში გახდება ცნობილი|კაკაურიძე

BM.GE4 სექტემბერი, 2026, 16:44|bm.ge

ფიზიკური პირების ქონების გადასახადის რეფორმის მოდელი ერთი კვირის ვადაში გახდება ცნობილი - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. ამასთან, როგორც კაკაურიძე განმარტავს, ერთმანეთისგან გამიჯნულად მოხდება ფიზიკური პირების და იურიდიული პირების ქონების გადასახადზე მუშაობა და ჯერ ცვლილებები ფიზიკური პირების ქონების გადასახადში შევა.

"ქონების გადასახადი არის საკმაოდ დიდი რეფორმა. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს გავყოთ ორად, იმიტომ რომ კომპანიების ქონების გადასახადთან დაკავშირებით უფრო რთულად არის მიუხედავად იმისა, რომ რეფორმა კომპანიებს უბიძგებდა, რომ გამოუყენებელი ქონება ნაკლებად დაიტოვონ და ქონება უფრო ჩართონ ეკონომიკურ აქტივობაში. კომპანიების შემთხვევაში მიმდინარე ეტაპზე ეს რეფორმა გვაქვს. რაც შეეხება ფიზიკური პირების ქონების გადასახადს, გვაქვს თანამშრომლობა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან და დაახლოებით ერთი კვირის ვადაში საბოლოო რედაქცია გვექნება და პარლამენტს წარედგინება," - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ პირველ სექტემბერს BMG-ის განუცხადა, რომ ამჟამად ოთხ შესაძლო მოდელზე მიმდინარეობს მსჯელობა და უახლოეს მომავალში ქონების გადასახადის განახლებული მოდელი საზოგადოებას კანონპროექტის სახით წარედგინება და მას პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე მიიღებს.

მიმდინარე კვირის დასაწყისში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ კი განაცხადა, რომ მიმდინარე საშემოდგომო სესიაზე იგეგმება საშემოსავლო გადასახადის კანონის ცვლილება, რაც 40,000 ლარის ზღვრის გაზრდას მოიცავს. თუმცა, ჯერჯერობით ახალი ზღვარი არ დასახელებულა. პარლამენტმა ის პირველ ნოემბრამდე უნდა განსაზღვროს, რადგან დეკლარაციის შევსების ვადა სწორედ პირველ ნოემბერს იწურება.

ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2025 წლის განმავლობაში ფიზიკურმა პირებმა ქონების გადასახადის სახით სულ 121 მილიონი ლარი გადაიხადეს. ეს წინა წლის ანალოგიურ პერიოდში გადახდილ ქონების გადასახადთან შედარებით 30%-ით, ანუ 28.3 მილიონი ლარით მეტი იყო. ქონების გადასახადი სხვა გადასახადებისგან იმით განსხვავდება, რომ მისი მეშვეობით გადახდილი თანხა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტში მიიმართება. ქონების გადასახადს იხდიან მოქალაქეები/ოჯახები, თუკი მათი ან მათთან მუდმივად მცხოვრები ოჯახის დასაბეგრი შემოსავალი 40,000 ლარს აღემატება. ქონების გადასახადი კომპონენტების მიხედვით ასე ნაწილდება:

• ფიზიკური პირების ქონების გადასახადი - 86,073,555 ლარი; • სასოფლო-სამეურნეო მიწაზე ფიზიკური პირების ქონების გადასახადი - 22,303,674 ლარი; • არასასოფლო-სამეურნეო მიწაზე ფიზიკური პირების ქონების გადასახადი - 12,406,511 ლარი. • ჯამი - 120,783,740 ლარი.

აღსანიშნავია, რომ ფიზიკური პირები ქონების გადასახადს ყოველწლიურად 15 ნოემბრამდე იმ შემთხვევაში იხდიან თუ მათი ოჯახის შემოსავალი 40 000 ლარს აღემატება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ქონების

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 38 სტატია.

  • როგორ უნდა შეიცვალოს ქონების გადასახადი?ტვ პირველი
  • კირცხალიას თქმით, მუშაობენ ფიზიკური პირების ქონების გადასახადის ზღვრის გაზრდაზეფორმულა
  • ირაკლი კირცხალია: ვიმუშავებთ ქონების გადასახადის ჭრილში, ფიზიკურ პირებთან მიმართებით, ზღვრის გაზრდასთან დაკავშირებითრუსთავი 2
  • ირაკლი კირცხალია: ვმუშავებთ ქონების გადასახადის ჭრილში, ფიზიკური პირებთან მიმართებით, ზღვრის გაზრდასთან დაკავშირებით. უფრო დადებითი კუთხით უნდა გაიზარდოს ეს ზღვარი - ვეტყვი ჩვენს საზოგადოებას, რომ ძალიან აქტიურად მიდის ამასთან დაკავშირებით მუშაობა და ძალიან პოზიტიურად აისახება თითოეულ ჩვენს მოქალაქეზეიმედი
ქონების →

მსგავსი სტატიები

ყაზახეთში უცხოელებისთვის შესვლა ფასიანი ხდება - რა ეღირება?

ყაზახეთში უცხოელებისთვის შესვლა ფასიანი ხდება - რა ეღირება?

BM.GE

როდის გამოვა ახალი iPhone 18 Pro - Apple-მა პრეზენტაციისა და გაყიდვების განრიგი გამოაქვეყნა

როდის გამოვა ახალი iPhone 18 Pro - Apple-მა პრეზენტაციისა და გაყიდვების განრიგი გამოაქვეყნა

BM.GE

თიბისი ტექსკოლა - სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება

თიბისი ტექსკოლა - სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება

BM.GE

როგორც კი სიტუაცია დასტაბილურდება, ტურიზმის ნაკადები გაიზრდება - გიორგი კაკაურიძე

როგორც კი სიტუაცია დასტაბილურდება, ტურიზმის ნაკადები გაიზრდება - გიორგი კაკაურიძე

BM.GE