მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო

Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო

BM.GE29 ივნისი, 2026, 13:06|bm.ge

ავიაკომპანიამ Flyone მოლდოვის დედაქალაქიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა, რომელსაც ტავ ჯორჯია მართავს კიშინაუდან პირველი რეისი უკვე მიიღო. ბათუმის აეროპორტში კიშინაუდან პირველ მგზავრებს სიმბოლური ღონისძიებით დახვდნენ.

Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდით, მოლდოვის დედაქალაქიდან ბათუმში ავიაკომპანიამ პირველი რეისით, 182 მგზავრი ჩამოიყვანა, ბათუმი-კიშინაუს რეისზე კი 161 მგზავრი იყო, რაც აღნიშნულ მიმართულებაზე მაღალი მოთხოვნის არსებობაზე მიუთითებს.

ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, ავიაკომპანია Flyone კიშინაუ-ბათუმი-კიშინაუს საჰაერო ხაზზე რეისებს კვირაში სამჯერ შეასრულებს. ამ ეტაპზე ფრენები ორშაბათსა და ხუთშაბათს სრულდება, 14 ივლისიდან კი ემატება ოთხშაბათიც.

Flyone მოლდავური ავიაკომპანიაა, რომლის მთავარი ბაზაც კიშინაუს საერთაშორისო აეროპორტში მდებარეობს. კომპანია ახორციელებს რეგულარულ და ჩარტერულ რეისებს ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში აღნიშნული ავიაკომპანიის შვილობილი ბრენდი, Flyone Armenia-ც ოპერირებს და სომხეთის დედაქალაქიდან კვირაში სამჯერ ასრულებს ფრენებს.

Flyone-ის ფლოტი (სომხურ შვილობილ კომპანიასთან ერთად) ჯამში 10-ზე მეტ საჰაერო ხომალდს მოიცავს და ძირითადად Airbus A320 და A321 ტიპის თვითმფრინავებისგან შედგება.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რა ქონებას ფლობს დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვისთვის მსჯავრდებული ვლადიმერ ღუდუშაური - დეკლარაცია

რა ქონებას ფლობს დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვისთვის მსჯავრდებული ვლადიმერ ღუდუშაური - დეკლარაცია

BM.GE

მთავრობამ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის მუნიციპალიტეტებისთვის თანხა ₾48 მილიონამდე გაზარდა

მთავრობამ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის მუნიციპალიტეტებისთვის თანხა ₾48 მილიონამდე გაზარდა

BM.GE

შსს-მ უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ₾37 მილიონის 700 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა

შსს-მ უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ₾37 მილიონის 700 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა

BM.GE

საქართველო 2029 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის ემზადება

საქართველო 2029 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის ემზადება

BM.GE