
ფონიჭალაში მაშველებმა ნანგრევებიდან მეხუთე ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს
BM.GE|bm.ge
ფონიჭალაში მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი პირის ცხედარი ამოიყვანეს. გარდაცვლილი მამაკაცია.
გრძელდება ერთი პირის ძებნის სამუშაოები. პროცესში მაშველებთან ერთად ჩართულია მძიმე ტექნიკაც.
მანამდე ნანგრევებიდან მაშველებმა ოთხი ადამიანის ცხედარი ამოასვენეს.
ამ ეტაპისთვის ნანგრევებიდან მაშველებმა ჯამში 5 ადამიანის ცხედარი ამოასვენეს.
რამდენიმე საათის წინ კი ნანგრევებიდან მაშველებმა მცირეწლოვანი ბავშვი ცოცხალი ამოიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად შენობის ნაწილი ჩამოინგრა, რის შემდეგაც ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.
გაზიარება:
BM.GE
წყარო: bm.ge