მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ფოთის პორტის II ფაზის დასრულების შემდეგ გამტარუნარიანობა 3 მლნ ტონას მიაღწევს - მარიამ ქვრივიშვილი
ფოთის პორტის II ფაზის დასრულების შემდეგ გამტარუნარიანობა 3 მლნ ტონას მიაღწევს - მარიამ ქვრივიშვილი

ფოთის პორტის II ფაზის დასრულების შემდეგ გამტარუნარიანობა 3 მლნ ტონას მიაღწევს - მარიამ ქვრივიშვილი

BM.GE25 ივნისი, 2026, 15:23|bm.ge

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ფოთის ნავსადგურის გამტარუნარიანობა II ფაზის დასრულების შემდეგ 3 მლნ ტონამდე გაიზრდება და დამატებით 50 სამუშაო ადგილი შეიქმნება. ამის შესახებ მან ფოთის პორტის ახალი ნავმისადგომის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ფოთის ახალ საზღვაო ნავსადგურში დამატებით 40 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება, ხოლო დღემდე ინვესტირებულია 93 მლნ დოლარი.

„ეს პროექტი პირდაპირი და ეფექტიანი პასუხია იმ მზარდ მოთხოვნაზე, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნის სატრანსპორტო და ლოგისტიკური სექტორის მიმართ არსებობს. ამასთან, ესაა პროექტი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და რეგიონალური კავშირების გაძლიერების კუთხით ახალ პერსპექტივებს აჩენს.

დამატებით 40 მილიონი დოლარის ინვესტიცია ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის შესაძლებლობებს საგრძნობლად გაზრდის. მეორე ფაზის დასრულების შემდეგ ნავსადგურის გამტარუნარიანობა 3 მილიონ ტონას მიაღწევს, გაიზრდება ოპერაციების ეფექტიანობა, დაჩქარდება ტვირთების დამუშავება, რაც დადებითად აისახება საქართველოს რეგიონალურ კონკურენტუნარიანობაზე.

აღსანიშნავია ისიც, რომ პირველ ფაზაში უკვე ინვესტირებულია 93 მილიონი ამერიკული დოლარი და შექმნილია 360 სამუშაო ადგილი და ასევე სასიხარულო და მისასალმებელია, რომ მეორე ფაზის ფარგლებშიც დამატებით შეიქმნება 50 ახალი სამუშაო ადგილი“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა და ამერიკის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციას საქართველოს ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერისთვის, ხოლო PACE-ის ჯგუფს კერძო ინიციატივის ეროვნული მნიშვნელობის წარმატებულ პროექტად გადაქცევისთვის მადლობა გადაუხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ განვლილი რამდენიმე წლის განმავლობაში შუა დერეფანი ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურად განვითარებად საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტად ჩამოყალიბდა.

„მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოს მიერ გატარებული ტვირთების ნაკადიც. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში შუა დერეფნით გადაზიდული ტვირთების მოცულობა 21%-ით, საქართველოს ნავსადგურებში შემოსული გემების ტონაჟი კი 19%-ით გაიზარდა. ზრდა ფიქსირდება პრაქტიკულად ყველა ძირითადი მიმართულებით, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენი ქვეყნის მზარდ როლს რეგიონულ, ისევე როგორც საერთაშორისო ლოგისტიკაში“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.

ეკონომიკის მინისტრმა ისიც აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა თანამიმდევრულ და მკაფიო პოლიტიკას ატარებს, რომლის ფარგლებშიც სრულად ინტეგრირებულ სატრანსპორტო სისტემას ქმნის, სადაც პორტები, რკინიგზა, საერთაშორისო ავტომაგისტრალები და ლოგისტიკური ცენტრები ერთიანი ქსელის სახით ფუნქციონირებს.

„ამ ხედვის ნაწილია, როგორც ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის განვითარება, ისე ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა, სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია და აღმოსავლეთ-დასავლეთ საგზაო დერეფნის განვითარება. დღევანდელი ინიციატივა ნიშნავს მეტ ტვირთს, მეტ სამუშაო ადგილს, მეტ ეკონომიკურ აქტივობასა და საქართველოს კიდევ უფრო ძლიერ პოზიციას რეგიონალურ და გლობალურ ვაჭრობაში. მე მინდა ძალიან დიდი წარმატება გისურვოთ თქვენ, თქვენს გუნდს და ყველა იმ ადამიანს, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის ტრანსპორტის სექტორის განვითარებაში“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.

ცნობისთვის: აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ (DFC) ქართულ კომპანია PACE Group-თან $25 მილიონის ოდენობის მეორე სასესხო შეთანხმება გააფორმა - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

დაფინანსება ფოთის ახალი საზღვაო პორტის მეორე ნავმისადგომის მშენებლობის დასრულებას მოხმარდება, რაც ნაყარი ტვირთების გადამუშავების შესაძლებლობას მნიშვნელოვნად გაზრდის. პროექტის განხორციელების შედეგად პორტის გამტარუნარიანობა წელიწადში დამატებით ერთი მილიონი ტონით გაიზრდება, გაძლიერდება კრიტიკული ინფრასტრუქტურა და კიდევ უფრო უსაფრთხო და ეფექტიანი გახდება ვაჭრობა ტრანსკასპიური დერეფნის გასწვრივ.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"მთავარი გამოსავალი, რა თქმა უნდა, განათლების სისტემის გაუმჯობესებაა" - კობახიძე კადრების დეფიციტზე

"მთავარი გამოსავალი, რა თქმა უნდა, განათლების სისტემის გაუმჯობესებაა" - კობახიძე კადრების დეფიციტზე

BM.GE

ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება

ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება

BM.GE

GMO სოიოს შროტის იმპორტის და გადამუშავების დაშვება ცხოველთა კვების ღირებულების შემცირებას შეუწყობს ხელს|Nutrimax

GMO სოიოს შროტის იმპორტის და გადამუშავების დაშვება ცხოველთა კვების ღირებულების შემცირებას შეუწყობს ხელს|Nutrimax

BM.GE

პრემიუმ ლიზინგი - სანდო და მოქნილი ავტო დაფინანსების პლატფორმა

პრემიუმ ლიზინგი - სანდო და მოქნილი ავტო დაფინანსების პლატფორმა

BM.GE