მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ფოთის პორტში საკონტეინერო ტვირთბრუნვა კვლავ რეკორდულ ნიშნულზეა - APM TERMINALS POTI
ფოთის პორტში საკონტეინერო ტვირთბრუნვა კვლავ რეკორდულ ნიშნულზეა - APM TERMINALS POTI

ფოთის პორტში საკონტეინერო ტვირთბრუნვა კვლავ რეკორდულ ნიშნულზეა - APM TERMINALS POTI

BM.GE6 მაისი, 2026, 18:23|bm.ge

2026 წლის პირველ ოთხ თვეში „ეიპიემ ტერმინალს ფოთში“ საკონტეინერო ტვირთბრუნვამ კვლავ ზრდა აჩვენა და ბოლო წლების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. პორტის ადმინისტრაციის მონაცემების მიხედვით, 2026 წლის იანვარ-აპრილის პერიოდში ჯამურად დამუშავდა 212 129 ტეუ, რაც აღემატება როგორც 2025 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (197 315 ტეუ), ისე 2024 წლის შედეგს (172 501 ტეუ).

"თვიური დინამიკა ზრდის ტენდენციას ნათლად აჩვენებს: იანვარში დამუშავდა 54 523 ტეუ, თებერვალში - 45 982 ტეუ, მარტში - 52 959 ტეუ, ხოლო ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აპრილში დაფიქსირდა - 58 665 ტეუ".

გაზრდილია საკონტეინერო გემების მიღების რაოდენობაც. 2026 წლის დასაწყისიდან დღემდე ნავსადგურმა 131 საკონტეინერო გემი მიიღო, მაშინ როცა 2025 წლის იგივე პერიოდში ეს მაჩვენებელი 107-ს, ხოლო 2024 წელს 101-ს შეადგენდა.

პორტის ადმინისტრაციის ცნობით, პოზიტიური დინამიკა შეინიშნება გენერალური ტვირთების მიმართულებითაც. 2026 წელს დამუშავდა 125 800 ტონა გენერალური ტვირთი, რაც აღემატება 2025 წლის მაჩვენებელს (118 045 ტონა) და მნიშვნელოვნად აღემატება 2024 წლის მონაცემს (68 001 ტონა).

აღსანიშნავია, რომ 2026 წლის ოთხ თვეში დაფიქსირდა როგორც დამუშავებული კონტეინერების, ისე მიღებული საკონტეინერო გემების რეკორდული მაჩვენებლები, რაც პორტის ადმინისტრაციით თქმით, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ფოთის პორტის მზარდ როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ქსელში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პორტის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 90 სტატია.

  • The New York Times: ირანი უკრაინულ პორტზე საპასუხო იერიშის მიტანას განიხილავდაიმედი
  • პრემიერი: ანაკლიის პორტი აშენდება სახელმწიფოს ჩართულობით, ესაა იდეალური მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს ეროვნული ინტერესების დაცვას და პარტნიორების მრავალფეროვნებასრუსთავი 2
  • დრონების მასირებული იერიში როსტოვის ოლქზე - ნავთობბაზებსა და პორტში ხანძარიატვ პირველი
  • ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრონეტგაზეთი
პორტის →

მსგავსი სტატიები

Amazon-ის შემოსავალმა II კვარტალში $200.6 მილიარდს მიაღწია

Amazon-ის შემოსავალმა II კვარტალში $200.6 მილიარდს მიაღწია

BM.GE

რუსეთმა დაზიანებული ნავთობ-ქარხნების ჯერ ნახევარიც ვერ აღადგინა

რუსეთმა დაზიანებული ნავთობ-ქარხნების ჯერ ნახევარიც ვერ აღადგინა

BM.GE

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

BM.GE

31 ივლისი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

31 ივლისი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

BM.GE