მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ფრანგული სტარტაპი Mistral-ი საკუთარ AI ჩიპებს შექმნის
ფრანგული სტარტაპი Mistral-ი საკუთარ AI ჩიპებს შექმნის

ფრანგული სტარტაპი Mistral-ი საკუთარ AI ჩიპებს შექმნის

BM.GE29 მაისი, 2026, 05:00|bm.ge

ფრანგული ტექნოლოგიური სტარტაპის Mistral-ის ხელმძღვანელმა კომპანიის მიერ საკუთარი AI ჩიპების დიზაინის შექმნისა და წარმოების შესახებ განაცხადა.

არსებული ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება მიზნად საკუთარ ინფრასტრუქტურაზე კონტროლის მოპოვებას ისახავს.

ამასთან, კომპანია ამერიკულ მეტოქე გიგანტებთან, OpenAI-სა და Anthropic-თან კონკურენციის გაძლიერებასაც გეგმავს, რისთვისაც, გენერალური დირექტორის თქმით, დამოუკიდებელი ჩიპების ქონა აუცილებელი იქნება. აღმასრულებელი დირექტორის შეფასებით, სპეციალიზებული ჩიპები მონაცემთა დამუშავების ხარჯებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

ცნობისთვის, ამჟამად Mistral-ი საკუთარი გამოთვლილი შესაძლებლობების განვითარებისთვის Nvidia-ს AI ჩიპებს იყენებს.

აღსანიშნი ფაქტია, რომ ფრანგულმა ფირმამ ქვეყნის ტერიტორიაზე ახალი მონაცემთა ცენტრის მშენებლობაც დააანონსა. დასახელებული ობიექტი სპეციალურად ხელოვნური ინტელექტის მიერ მონაცემების დამუშავებისა და გენერირების პროცესისთვის შეიქმნება.

ხელმძღვანელობის განცხადებით, ევროპა დღეს ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით მნიშვნელოვნად ჩამორჩება კონკურენტ შტატებსა და ჩინეთს და, შესაბამისად, საჭიროა ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რაც როგორც დამოუკიდებლობას, ისე მდგრადობას უზრუნველყოფს.

ცნობისთვის, პარიზში დაფუძნებული სტარტაპის საბაზრო ღირებულება თითქმის €12 მილიარდს ($13 მლრდ) შეადგენს. კომპანიის ძირითად კლიენტებს შორის კი ჩიპების მწარმოებელი დანადგარების გიგანტი ASML-ი ირიცხება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შექმნა

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 55 სტატია.

  • პოლონეთის პრემიერმა ქვეყნის ტერიტორიაზე ამოუცნობი ობიექტის ჩამოვარდნის გამო საკოორდინაციო ჯგუფი შექმნაიმედი
  • "ჯდება რუსულ სტრატეგიაში"- ზურაბიშვილის აზრით, ახალი დაჯგუფება ქვეყანაში დესტაბილიზაციისთვის შექმნესტვ პირველი
  • ევროპის ლიდერები უკრაინასთან ერთად ანტიბალისტიკური კოალიციის შექმნაზე შეთანხმდნენფორმულა
  • ირაკლი კობახიძე გვარამიას განცხადებაზე: დანაშაულებრივი მიდგომაა, ვნახოთ, რა კვალიფიკაციას მისცემენ საგამოძიებო უწყებები, ეს ქვეყნის ღალატია – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია, ანუ ქვეყნის შიგნით უნდა შეკრიბო 150 კაცი, რომ გარეთ შექმნა ფონი მტრული საქმიანობისთვრუსთავი 2
შექმნა →

მსგავსი სტატიები

ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, პუტინმა მას არჩევნებში გამარჯვება არ მიულოცა

ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, პუტინმა მას არჩევნებში გამარჯვება არ მიულოცა

BM.GE

განიხილება საბაჟო გზავნილებზე მოქმედი შეღავათების ცვლილების მიზანშეწონილობა|ფინანსთა სამინისტრო

განიხილება საბაჟო გზავნილებზე მოქმედი შეღავათების ცვლილების მიზანშეწონილობა|ფინანსთა სამინისტრო

BM.GE

საუდის არაბეთი აშშ-ირანის ომში ოფიციალურად ჩაერთო

საუდის არაბეთი აშშ-ირანის ომში ოფიციალურად ჩაერთო

BM.GE

6 თვეში ექსპლუატაციაში შესული სპორტული ობიექტების ფართობი 2440%-ით გაიზარდა - სტატისტიკა

6 თვეში ექსპლუატაციაში შესული სპორტული ობიექტების ფართობი 2440%-ით გაიზარდა - სტატისტიკა

BM.GE