მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გადამუშავებულია 323.3 ათას ტონამდე ყურძენი - რთველი დასასრულს უახლოვდება
გადამუშავებულია 323.3 ათას ტონამდე ყურძენი - რთველი დასასრულს უახლოვდება

გადამუშავებულია 323.3 ათას ტონამდე ყურძენი - რთველი დასასრულს უახლოვდება

BM.GE30 ოქტომბერი, 2026, 15:20|bm.ge

30 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში გადამუშავებულია 323,3 ათას ტონამდე ყურძენი.

ღვინის ეროვნული სააგენტო რეგიონების მიხედვით ჩაბარებული ყურძნის მოცულობების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. მათი ცნობით:

რთველი აქტიურ ფაზაშია ლეჩხუმის რეგიონში, სადაც გადამუშავდა 500 ტონამდე ყურძენი. ლეჩხუმში საპროგნოზო მოსავალი 1300 ტონამდეა. ლეჩხუმში მევენახეებისგან ყურძენს იბარებს როგორც კერძო სექტორი, ისე ჭარბ ყურძენს სახელმწიფო საწარმო „მოსავლის მართვის კომპანია“.

კახეთში, სადაც რთველი დასასრულს უახლოვდება 314,5 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული. აქედან მხოლოდ 0,7%-ია უხარისხო ყურძენი, დანარჩენი მაღალი და საშუალო ხარისხის მოსავალია. კახეთში შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ ფიზიკური პირებისგან ხარისხის მიხედვით დადგენილი პირობების შესაბამისად იბარებს: საფერავის ფასი, რომლის შაქრიანობა არანაკლებ 20%-ია 1 კგ - 1,50 ლარი, 16%-დან 20%-მდე - 1,00 ლარი, 16%-ზე ნაკლები შაქრიანობის - 50 თეთრი. რქაწითელის და სხვა საღვინე ყურძნის შემთხვევაში, არანაკლებ 19% შაქრიანობის ფასი - 1,30 ლარი, 16%-დან 19%-მდე - 90 თეთრი, 16%-ზე ნაკლები - 50 თეთრი.

რთველი დასრულდა რაჭაში, სადაც გადამუშავდა 3,6 ათას ტონამდე ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშების ყურძენი. რთველის პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის სტიმულირების და მოსავლის ორგანიზებულად დაბინავების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, რაჭის რეგიონში სუბსიდირების პროგრამა ამოქმედდა. სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელმაც შეიძინა და გადაამუშავა “ხვანჭკარას” მიკროზონაში მოწეული არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენი და მევენახეს არანაკლებ 8 ლარი გადაუხადა.

სახელმწიფო სუბსიდიის ოდენობა, რომელსაც რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ღვინის კომპანიები მიიღებენ, შეადგენს 4 ლარს, როგორც 1 კგ ალექსანდროულის, ასევე, 1 კგ მუჯურეთულის ჯიშის ყურძენზე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კაპადოკიაში კლდოვანი წარმონაქმნის ჩამოშლას სულ მცირე 3 ადამიანი ემსხვერპლა

კაპადოკიაში კლდოვანი წარმონაქმნის ჩამოშლას სულ მცირე 3 ადამიანი ემსხვერპლა

BM.GE

1-ელი ნოემბრიდან, ერთი დღით ჭოველიძის ქუჩაზე ტრანსპორტის გადაადგილება იზღუდება - მერია

1-ელი ნოემბრიდან, ერთი დღით ჭოველიძის ქუჩაზე ტრანსპორტის გადაადგილება იზღუდება - მერია

BM.GE

ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანთან ენერგეტიკაში კავშირების გაძლიერებისთვის მზაობას აცხადებს

ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანთან ენერგეტიკაში კავშირების გაძლიერებისთვის მზაობას აცხადებს

BM.GE

რამ განაპირობა სექტემბერში 6%-იანი ეკონომიკური ზრდა? - გოგიტა თოდრაძის განმარტება

რამ განაპირობა სექტემბერში 6%-იანი ეკონომიკური ზრდა? - გოგიტა თოდრაძის განმარტება

BM.GE