მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გადაზიდვების რეკორდული მაჩვენებლები რკინიგზაში ახალი მენეჯმენტის დამსახურებაა - იოსელიანი
გადაზიდვების რეკორდული მაჩვენებლები რკინიგზაში ახალი მენეჯმენტის დამსახურებაა - იოსელიანი

გადაზიდვების რეკორდული მაჩვენებლები რკინიგზაში ახალი მენეჯმენტის დამსახურებაა - იოსელიანი

BM.GE8 ივლისი, 2026, 23:05|bm.ge

„ივნისის თვეში დაფიქსირებული გადაზიდვების რეკორდული მაჩვენებლები არის იმ ეფექტიანი მართვისა და პროექტების დამსახურება, რომელსაც ახალი მენეჯმენტი ახორციელებს „საქართველოს რკინიგზაში“, - ამის შესახებ ეკონომიკისა მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა განაცხადა.

ოფიციალური მონაცემებით, 2026 წლის ივნისში, საქართველოს რკინიგზამ 1 361 484 ტონა ტვირთი გადაზიდა, რაც ბოლო ათწლეულის რეკორდული მაჩვენებელია.

„უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში ნამდვილად თვალსაჩინოა ის შედეგები, რაც საქართველოს რკინიგზამ დანერგა. ძალიან ბევრი მიმართულებით გვაქვს გაუმჯობესება როგორც საოპერაციო ნაწილში, ასევე შესაბამის მაჩვენებლებში. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ ის წარმატებული პროექტები, რომელიც წინა და მიმდინარე წლის განმავლობაში საოპერაციო ნაწილში განხორციელდა - გამოვყოფდი, რა თქმა უნდა, უღელტეხილის მოდერნიზაციის პროექტს, რომელიც 2025 წლის დეკემბერში დასრულდა და სრულ ოპერირებაში შევიდა უღელტეხილის ნაწილი, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სრულ ექსპლუატაციაში შესვლა, რაც ნამდვილად აძლიერებს რკინიგზის როლს, ზოგადად, შუა დერეფნის კონტექსტში“ - განაცხადა იოსელიანმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ გაეროსთვის დავალიანების სახით არსებული 725 მილიონი დოლარის გადახდას გეგმავს

აშშ გაეროსთვის დავალიანების სახით არსებული 725 მილიონი დოლარის გადახდას გეგმავს

BM.GE

კანადა აშშ-ს საპასუხო ტარიფებს დაუწესებს

კანადა აშშ-ს საპასუხო ტარიფებს დაუწესებს

BM.GE

აბასთუმანის შემოვლითი გზის დასრულება 2027 წლის შემოდგომამდე გადავადდა - სამინისტრომ ორ კონტრაქტორთან ხელშეკრულება გაწყვიტა

აბასთუმანის შემოვლითი გზის დასრულება 2027 წლის შემოდგომამდე გადავადდა - სამინისტრომ ორ კონტრაქტორთან ხელშეკრულება გაწყვიტა

BM.GE

სასტუმროების სექტორში დაკრედიტება შემცირდა - ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა გაიზარდა

სასტუმროების სექტორში დაკრედიტება შემცირდა - ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა გაიზარდა

BM.GE