მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გაერთიანებულ სამინისტროში სოხაძემ მოადგილეები დანიშნა - მათ შორის არ არის კაბა გულედანი
გაერთიანებულ სამინისტროში სოხაძემ მოადგილეები დანიშნა - მათ შორის არ არის კაბა გულედანი

გაერთიანებულ სამინისტროში სოხაძემ მოადგილეები დანიშნა - მათ შორის არ არის კაბა გულედანი

BM.GE21 სექტემბერი, 2026, 18:50|bm.ge

გაყოფიდან 17 თვეში გაერთიანებულ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მოადგილეები დაინიშნნენ.

რევაზ სოხაძეს კვლავ 5 მოადგილე ეყოლება, ესენი არიან: ვახუშტი ბაგრატიონი, გიორგი კობერიძე,ბათუ გურჯიძე, ილია ბეგიაშვილი და მზია გიორგობიანი. დანიშნულ მოადგილეებს შორის, არც ერთი არ არის რეგიონული განვითარების სამინისტროდან და მეტიც, მოადგილეებს შორის ვერ მოხვდა უწყების ყოფილი ხელმძღვანელი, კახაბერ გულედანი.

არადა, კახა გულედანი მინისტრის პირველი მოადგილედ უნდა დანიშნულიყო. ამის შესახებ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ ჯერ კიდევ სამინისტროების გაერთიანების დაანონსებისას განაცხადა. მისივე თქმით, სამინისტრო სექტემბერში გაუქმდებოდა რეგიონული განვითარების მოქმედი მინისტრი კახა გულედანი კი საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე გახდებოდა.

ამის შემდეგ, ირაკლი კობახიძემ გამოსცა ბრძანება, რომლითაც ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეების რაოდენობა ხუთიდან ექვსამდე გაიზარდა. თუმცა, სოხაძეს ახლა ისევ 5 მოადგილე ჰყავს.

bm.ge ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაუკავშირდა კითხვით, რჩება თუ არა უწყებაში გულედანი, თუმცა მხოლოდ ის გვითხრეს, რომ ის დანიშნულ მოადგილეებს შორის არაა.

რეგიონული განვითარების მინისტრად კახაბერ გულედანი 2025 წლის აპრილში დაინიშნა. მაშინ გაყოფილი სამინისტრო აწ უკვე მსჯავრდებულ გრიგოლ ლილუაშვილს უნდა ჩაებარებინა, თუმცა დაანონსებიდან დანიშვნამდე გადაწყვეტილება შეიცვალა.

რა ქონებას ფლობს კახა გულედანი

16 სექტემბერს დამტკიცებული ახალი კანონის თანახმად, „საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროში დასაქმებული საჯარო მოხელეები უკონკურსოდ იქნენ გადაყვანილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში იმავე თანამდებობებზე, რომლებიც მათ ამ კანონის პუნქტის ამოქმედების მომენტისთვის ეკავათ საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროში”.

ახალი კანონის ჩანაწერის მიხედვით, დასაქმებისთვის შექმნილი კომისია გადაწყვეტილებას მიიღებს “საჯარო მოხელის მიერ განხორციელებული საქმიანობის, მისი ფუნქციების, მოვალეობებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით".

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამინისტროს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 114 სტატია.

  • ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა 20 სექტემბერს საქართველოს საბაჟოს პროფესიული დღე აღნიშნაიმედი
  • კალაძე 21-ე სკოლაზე: სამინისტროს ჰქონდა მყისიერი რეაგირება, კითხვები არ უნდა არსებობდესფორმულა
  • ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრონეტგაზეთი
  • ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ვინაობა ცნობილიატვ პირველი
სამინისტროს →

მსგავსი სტატიები

საქართველოს დერეფანში ტრაილერების გატარებით მიღებული შემოსავალი ₾115.7 მილიონამდე გაიზარდა

საქართველოს დერეფანში ტრაილერების გატარებით მიღებული შემოსავალი ₾115.7 მილიონამდე გაიზარდა

BM.GE

USDT-ის შეძენა და გადარიცხვა Silk Bank-ის მობილბანკში 0% საკომისიოთია შესაძლებელი

USDT-ის შეძენა და გადარიცხვა Silk Bank-ის მობილბანკში 0% საკომისიოთია შესაძლებელი

BM.GE

თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება - „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“

თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება - „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“

BM.GE

გერმანიის რეგიონულ არჩევნებში ულტრა-მემარცხენე და ულტრა-მემარჯვენე პარტიებმა გაიმარჯვეს

გერმანიის რეგიონულ არჩევნებში ულტრა-მემარცხენე და ულტრა-მემარჯვენე პარტიებმა გაიმარჯვეს

BM.GE