მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. GameStop-ს eBay-ს $56 მილიარდად შეძენა და Amazon-თან კონკურენცია სურს
GameStop-ს eBay-ს $56 მილიარდად შეძენა და Amazon-თან კონკურენცია სურს

GameStop-ს eBay-ს $56 მილიარდად შეძენა და Amazon-თან კონკურენცია სურს

BM.GE4 მაისი, 2026, 23:15|bm.ge

ვიდეო თამაშების ამერიკულმა რითეილერმა, GameStop-მა ელექტრონული კომერციის პლატფორმა eBay-ს შესაძენად $56 მილიარდის ღირებულების არაავტორიზებული წინადადება შესთავაზა.

კომპანიის ოფიციალური განცხადების თანახმად, შეთავაზება თითო აქციაზე $125-ის გადახდას გულისხმობს, რაც ნაღდი ფულისა და GameStop-ის აქციების კომბინაციით განხორციელდება. ეს ფასი eBay-ს პარასკევის საბაზრო ღირებულებაზე 20%-ით, ხოლო 4 თებერვლის მაჩვენებელზე 46%-ით მეტია. აღსანიშნავია, რომ სწორედ თებერვლიდან დაიწყო GameStop-მა სამიზნე კომპანიის აქციების წილის დაგროვება, რაც ამ დროისთვის 5%-ს შეადგენს.

გარიგების დაფინანსების მიზნით, GameStop-მა TD Bank-ისგან $20 მილიარდის ოდენობის სესხის მოპოვების გარანტია უკვე მიიღო. დანარჩენი თანხის დაფარვას კომპანია საკუთარი, დაახლოებით $9.4 მილიარდის მოცულობის ფულადი რეზერვებით გეგმავს. არსებული ინფორმაციით, შეთავაზება eBay-ს დირექტორთა საბჭოს, მარეგულირებლებისა და ორივე კომპანიის აქციონერების მხრიდან დამტკიცებას საჭიროებს. GameStop-ის აღმასრულებელი დირექტორი, რაიან კოენი აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში იგი მზად არის, წინადადებით პირდაპირ აქციონერებს მიმართოს.

რაიან კოენის გეგმით, გაერთიანებული კომპანია ბაზარზე Amazon-ის მთავარი კონკურენტი გახდება. მისი თქმით, eBay გაცილებით მეტს იმსახურებს და მას აქვს პოტენციალი, მომავალში ასეულობით მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივად იქცეს. იმ შემთხვევაში, თუ მხარეები შეთანხმდებიან, გაერთიანებულ კორპორაციას სათავეში თავად კოენი ჩაუდგება. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ორივე კომპანია მომხმარებელთა შეცვლილ ქცევასთან ადაპტაციას წლების განმავლობაში წარუმატებლად ცდილობდა.

ცნობისთვის, GameStop-მა ე.წ. მიმ-აქციის სტატუსი 2021 წელს მოიპოვა, როდესაც საცალო ინვესტორების აქტიურობამ კომპანიის ფასი არნახულად გაზარდა. რაც შეეხება eBay-ს, კომპანიას ოფიციალური კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE