მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გამოვლინდა 20 727 დარღვევა - გზებზე ხილული გამონაბოლქვის მონიტორინგის 3 წლის შედეგები
გამოვლინდა 20 727 დარღვევა - გზებზე ხილული გამონაბოლქვის მონიტორინგის 3 წლის შედეგები

გამოვლინდა 20 727 დარღვევა - გზებზე ხილული გამონაბოლქვის მონიტორინგის 3 წლის შედეგები

BM.GE4 სექტემბერი, 2026, 16:30|bm.ge

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, მონიტორინგის დაწყებიდან 3 წელში, ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 20 ათასზე მეტი ფაქტი გამოავლინა.

დეპარტამენტი, სატრანსპორტო სექტორიდან ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირების მიზნით, ქვეყნის ოთხ მსხვილ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში, გზებზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს 2023 წლის 4 სექტემბრიდან ახორციელებს.

მონიტორინგის დაწყებიდან დღემდე, დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 20 727 ფაქტი გამოვლინდა. აქედან: 11 273 თბილისში, 3 627 ბათუმში, 3 366 ქუთაისში, ხოლო 2 461 ქალაქ რუსთავში დაფიქსირდა.

სამართალდარღვევების 18 032 შემთხვევა ფიზიკური პირების, ხოლო 2 695 შემთხვევა იურიდიული პირების მიერ იყო ჩადენილი.

სატრანსპორტო საშუალებების ტიპების მიხედვით, 12 109 სამართალდარღვევა მსუბუქ ავტომობილებზე, 7 905 - მიკროავტობუსებზე, 694 - სატვირთო ავტომობილებზე, 18 - ავტობუსებზე, ხოლო 1 - ექსკავატორზე მოდის.

დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლის დაწყებიდან რამდენიმე თვეში ჩატარებული ანალიზის საფუძველზე, კონტროლის შესაძლებლობების გაძლიერება დაიწყო.

"გაიზარდა ეკიპაჟების რაოდენობა, დეპარტამენტმა შეიძინა ჰიბრიდული ავტომობილები, ხოლო ეკიპაჟები შესაბამისი გამზომი ხელსაწყოებით აღიჭურვა. თანამშრომლების პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, პერიოდულად ხორციელდება მათი გადამზადებაც.

გაძლიერებული შესაძლებლობების შედეგად, დეპარტამენტის თანამშრომლებს მეტი ლოკაციისა და მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალების შემოწმების შესაძლებლობა მიეცათ, რამაც გამოვლენილი სამართალდარღვევების რაოდენობის ზრდა განაპირობა. კერძოდ, 2024 წელს დეპარტამენტმა ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 5 562 ფაქტი გამოავლინა, 2025 წელს - 6 016, ხოლო 2026 წლის 8 თვის განმავლობაში - 6 105 სამართალდარღვევა. მათგან 743 ფაქტი მხოლოდ აგვისტოში დაფიქსირდა.

მონიტორინგის დაწყებიდან სამი წლის თავზე, გამონაბოლქვის კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესებისა და პროცესის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, დეპარტამენტში გამონაბოლქვის კონტროლის სამსახური ცალკე სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბდა, რაც კონტროლის პროცესის კიდევ უფრო ეფექტიანად და ოპერატიულად განხორციელებას უზრუნველყოფს",- აღნიშნულია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შედეგები

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 49 სტატია.

  • მედლები და ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლები | ქართველი ძიუდოისტების შედეგები ლოზანის გრანდ სლემზეტვ პირველი
  • შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღის 18:00 საათამდე აბიტურიენტს კიდევ აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი ქულების გათვალისწინებით, საბოლოო ცვლილებები განახორციელოს პროგრამათა რეიტინგულ სიაში - ცენტრი 2026 წლის ეროვნული გამოცდების ფარგლებში ჩარიცხვებთან დაკავშირებით სრულყოფილ ინფორმაციას აქვეყნებსიმედი
  • ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია – საბაკალავრო საფეხურზე 29481 აბიტურიენტი ისწავლისნეტგაზეთი
  • მთავრობის გადაწყვეტილებით, XXV ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მიღწეული შედეგებისა და მონაწილეობისათვის ფულადი პრიზები გაიცემარუსთავი 2
შედეგები →

მსგავსი სტატიები

როდის გამოვა ახალი iPhone 18 Pro - Apple-მა პრეზენტაციისა და გაყიდვების განრიგი გამოაქვეყნა

როდის გამოვა ახალი iPhone 18 Pro - Apple-მა პრეზენტაციისა და გაყიდვების განრიგი გამოაქვეყნა

BM.GE

თიბისი ტექსკოლა - სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება

თიბისი ტექსკოლა - სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება

BM.GE

როგორც კი სიტუაცია დასტაბილურდება, ტურიზმის ნაკადები გაიზრდება - გიორგი კაკაურიძე

როგორც კი სიტუაცია დასტაბილურდება, ტურიზმის ნაკადები გაიზრდება - გიორგი კაკაურიძე

BM.GE

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

BM.GE