მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „განადგურება არის როგორც ფიზიკური, ასევე მორალური“ - ღარიბაშვილის ადვოკატი ციხიდან ახალ წერილებს აანონსებს
„განადგურება არის როგორც ფიზიკური, ასევე მორალური“ - ღარიბაშვილის ადვოკატი ციხიდან ახალ წერილებს აანონსებს

„განადგურება არის როგორც ფიზიკური, ასევე მორალური“ - ღარიბაშვილის ადვოკატი ციხიდან ახალ წერილებს აანონსებს

BM.GE19 აგვისტო, 2026, 21:27|bm.ge

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავს „მორალურად განადგურებულად“ მიიჩნევს. ამის შესახებ რუსთავის ციხიდან გამოსულმა ექსპრემიერის ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა მედიასთან განაცხადა. ინფორმაციას tv პირველი ავრცელებს.

უფლებადამცველი, რომელმაც პენიტენციურ დაწესებულებაში ღარიბაშვილი მოინახულა, ამბობს, რომ დაპატიმრებული ყოფილი მაღალჩინოსანი ციხიდან წერილების სერიის გაგრძელებას გეგმავს.

„მან მითხრა, რომ ის მალე გააკეთებს განცხადებას კიდევ. როდის იგულისხმა მალეში, ეს არ ვიცი. არანაირი ზეწოლის ფაქტები არ ყოფილა. განადგურება არის როგორც ფიზიკური, ასევე მორალური. ირაკლი ღარიბაშვილმა განსაკუთრებით ამ ეტაპზე მორალურს გაუსვა ხაზი. რაც შეეხება წერილებს, ეს ალბათ ეტაპობრივად მოხდება, გაგრძელდება.

როდის იქნება ეს თქვენთვის გახდება ცნობილი - დაველოდოთ, ეს გაცხადდება. მეორე განცხადებაში მან ისაუბრა ამ წერილის ფაქტზე, საიდან და როგორ იყო. ვინმე კი არ გააქრო ან მოიგონა. დაასახელა, რომ ეს წერილი მოდიოდა მამუკა მდინარაძისგან. ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ეს წერილი რეალურად მიიღო და რომ ეს გამოუგზავნა მამუკა მდინარაძემ. როგორც წერია, მამუკა მდინარაძე იყო შემსრულებელი. მე არ ვიცი ვინ, ვის რა შეუტანა, მაგრამ მან ეს წერილი მიიღო. მან მითხრა, რომ ის მალე გააკეთებს განცხადებას კიდევ. როდის იგულისხმა მალეში, ეს არ ვიცი“, - განაცხადა ლილი გელაშვილმა.

გავრცელებულ განცხადებაში პატიმარი ექსპრემიერი ამბობს, რომ მას ციხეში წერილი მამუკა მდინარაძემ გაუგზავნა.

მისი თქმით, მან კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ არ აპირებდა პოლიტიკაში დაბრუნებას, თუმცა, პასუხად მიიღო, რომ მაინც რჩებოდა 1%-იანი რისკი იმისა, რომ პოლიტიკაში დაბრუნდებოდა და ამისთვის აუცილებელი იყო მისთვის კორუფციული ბრალის წარდგენა. ღარიბაშვილის განმარტებით, სწორედ ეს იყო „წითელი ხაზი“, რამაც ბრძოლის დასაწყებად ნაბიჯი გადაადგმევინა.

პატიმარი ექსპრემიერის ბრალდებებს მამუკა მდინარაძის პრესსამსახურში „აბსურდი“ უწოდეს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - გაიცანით ნატა ოჩიგავა, ევროპის ახალგაზრდული პარალიმპიური თამაშების ჩემპიონი

„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - გაიცანით ნატა ოჩიგავა, ევროპის ახალგაზრდული პარალიმპიური თამაშების ჩემპიონი

BM.GE

მელანომას ვაქცინის წარმატებული კვლევის ფონზე Moderna-ს აქციების ფასი თითქმის გაორმაგდა

მელანომას ვაქცინის წარმატებული კვლევის ფონზე Moderna-ს აქციების ფასი თითქმის გაორმაგდა

BM.GE

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა

BM.GE

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება

BM.GE