მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. განათლების სამინისტრო სკოლის ფორმების შემოღებას VII-X კლასებშიც გეგმავს
განათლების სამინისტრო სკოლის ფორმების შემოღებას VII-X კლასებშიც გეგმავს

განათლების სამინისტრო სკოლის ფორმების შემოღებას VII-X კლასებშიც გეგმავს

BM.GE28 მაისი, 2026, 18:27|bm.ge

მივიღეთ გადაწყვეტილება, სკოლის ფორმის კულტურა ჯერ ქვედა კლასებში დავამკვიდროთ და ყოველწლიურად თითო კლასი დავამატოთ, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, გადაწყვეტილება მიზნად ისახავს პროცესის ეტაპობრივ და მშვიდ განხორციელებას, რათა სკოლებში არ შეიქმნას დამატებითი დაძაბულობა.

"[საჯარო] სკოლაში ფორმას არ ვაბრუნებთ, სკოლაში ფორმა შემოგვაქვს, იმიტომ რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, სასკოლო ფორმა არ ყოფილა. შესაბამისად, თაობები ისე გაიზარდნენ რომ სკოლის ფორმა კერძო სკოლებში იყო დანერგილი, ისიც ყველგან არა, აპრობირებული არ იყო ჩვენს რეალობაში. სწორედ ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, სკოლის ფორმის კულტურა ჯერ ქვედა კლასებში დავამკვიდროთ და ყოველწლიურად თითო კლასი დავამატოთ და თუკი მეექვსე კლასელები წელს პირველ სემესტრში ფორმას ჩაიცვამენ შემდეგი წლიდან მეშვიდე, იმის შემდეგი წლიდან კი მერვე კლასი დაემატება და ასე, რამდენიმე წლის განმავლობაში უკვე ეს ფორმის კულტურა ჩამოყალიბდება და არანაირ კონფრონტაციას არ ექნება ადგილი", - თქვა მან.

გივი მიქანაძის თქმით, რეფორმის ეტაპობრივი მიდგომა თავიდან აიცილებს შესაძლო კონფლიქტებს როგორც მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის, ისე სკოლის ადმინისტრაციებთან.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE