მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. განათლების სამინისტრომ ფორმების შესაკერად გამოცხადებული ₾45-მილიონიანი წინადადება გაიხმო
განათლების სამინისტრომ ფორმების შესაკერად გამოცხადებული ₾45-მილიონიანი წინადადება გაიხმო

განათლების სამინისტრომ ფორმების შესაკერად გამოცხადებული ₾45-მილიონიანი წინადადება გაიხმო

BM.GE14 მაისი, 2026, 21:19|bm.ge

განათლების სამინისტროს "საგანმანათლებლო რესურსებმა" სკოლის ფორმების შესაკერად გამოცხადებული ₾44.9-მილიონიანი ტენდერიდან წინადადება გაიხმო.

bm.ge კითხვით, რატომ ვერ შედგა 29 აპრილს გამოცხადებული შესყიდვა, უწყებას უკვე დაუკავშირდა. მასალა პასუხის მიღების შემთხვევაში განახლდება.

საქმე ის არის, რომ მიმდინარე წლის თებერვალში მიღებული კანონით, 2026–2027 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულო ხდება.

სასკოლო ფორმების ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს სასწავლო წლის დაწყებამდე მინიმუმ ერთი თვით ადრე.

სწორედ აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, "საგანმანათლებლო რესურსებმა" 29 აპრილს გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა, სადაც წერდა, რომ 2026-2027 სასწავლო წლისთვის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების სასკოლო ფორმის ტანსაცმლის მიწოდების ვადა განსაზღვრული იყო ეტაპად: I ეტაპი საქონლის არანაკლებ 30%-ის მოწოდება არაუგვიანეს 31 ივლისისა, II ეტაპი ეტაპი საქონლის დარჩენილი რაოდენობა არაუგვიანეს 20 აგვისტოს ჩათვლით.

"2026-2027 სასწავლო წლისთვის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების სასკოლო ფორმის ტანსაცმლის შესაკერი ერთეულების რაოდენობა ჯამში შეადგენს 1 801 000 ცალს;სავარაუდო ღირებულების დასადგენად, 2026 წლის 3 აპრილს გამოცხადდა ბაზრის კვლევა, რომლის შედეგების გათვალისწინებით, შესყიდვის ღირებულება განისაზღვრა 44 900 000 ლარით".

კვლევის მიხედვით, დაგეგმილი შესასყიდი რაოდენობები ასეთი იყო:

• პიჯაკი (გოგო) - 292,000 ცალი; • პიჯაკი (ბიჭი) - 308,000 ცალი; • შარვალი (გოგო) - 438,000 ცალი; • შარვალი (ბიჭი) - 616,000 ცალი; • ქვედაკაბა მუხლამდე - 146,000 ცალი; • ქვედაკაბა გრძელი ცალი - 1,000 ცალი.

განათლების მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ 17 აპრილს განაცხადა, რომ სასკოლო ფორმა დაახლოებით 100 ლარი ეღირება, მაგრამ დასძინა ისიც, რომ ეს თემა მისი საკურატორო არ არის.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ სასკოლო განათლების რეფორმა 8 მთავარ ცვლილებას მოიცავს, მათგან ერთ-ერთი I-VI კლასებში მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმების შემოღებას გულისხმობს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

BM.GE

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE