მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გავიარეთ კონსულტაცია ბუნებრივი ღვინის ასოციაციასთან - "ვაზისა და ღვინის" კანონში გოგირდის მოცულობა დაზუსტდება
გავიარეთ კონსულტაცია ბუნებრივი ღვინის ასოციაციასთან - "ვაზისა და ღვინის" კანონში გოგირდის მოცულობა დაზუსტდება

გავიარეთ კონსულტაცია ბუნებრივი ღვინის ასოციაციასთან - "ვაზისა და ღვინის" კანონში გოგირდის მოცულობა დაზუსტდება

BM.GE25 მაისი, 2026, 20:54|bm.ge

პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტმა სხდომაზე „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებებს II მოსმენით მხარი დაუჭირა.

კანონპროექტით ორი მექანიზმი - ალკოჰოლური სასმელების სპეციალური ნიშანდება და სავალდებულო დეგუსტაცია შემოდის, რომელიც როგორც საექსპორტო, ასევე ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი ღვინის ყველა კატეგორიაზე გავრცელდება.

კომიტეტის სხდომაზე ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან მეხუზლამ განაცხადა, რომ ბიზნესის თხოვნით კანონპროექტში შევა ცვლილება, რომ გოგირდის მოცულობა ლიტრზე 50 მილიგრამამდე გაიზარდოს.

„გავიარეთ კონსულტაციები შესაბამის ასოციაციასთან, რომელიც სწორედ ბუნებრივი ღვინის ასოციაციაა და მათი ერთ-ერთი წინადადება იყო, რომ 40-ის მაგივრად 50 მილიგრამი საერთო გოგირდი ჩაიწეროს. მათი ერთ-ერთი არგუმენტი არის ის, რომ ეს ცვლილება გამარტივებისკენ არის მიმართული; ჩვენი შემთხვევა 40 მილიგრამი უფრო მკაცრია, შესაბამისად, 50 მილიგრამამდე გაზრდით, პირიქით, ლიბერალიზაცია, შედარებით მცირედით, მაგრამ მაინც ხდება. იმიტომ რომ ცნობილი გამოფენების ციკლში RAW WINE, რომელიც სწორედ ბუნებრივ ღვინოს მიეძღვნება, დასაშვები ნორმა 50 მილიგრამია ლიტრზე. შესაბამისად, თუ ამის ჩასწორების საშუალება იქნება და გაითვალისწინებთ, ძალიან კარგი იქნება. თუ მოხერხდება, რომ 40 მილიგრამის მაგივრად ჩაიწეროს 50 მილიგრამი ლიტრზე, ესეც კარგი იქნება", - განაცხადა მეხუზლამ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE