მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გაზრდილი შემოსავლების ფონზე, Accenture-ის აქციები მკვეთრად გაიზარდა
გაზრდილი შემოსავლების ფონზე, Accenture-ის აქციები მკვეთრად გაიზარდა

გაზრდილი შემოსავლების ფონზე, Accenture-ის აქციები მკვეთრად გაიზარდა

BM.GE2 ოქტომბერი, 2026, 22:59|bm.ge

ტექნოლოგიურმა კომპანია Accenture-მა ინვესტორების მოლოდინებს მკვეთრად გადააჭარბა, რის გამოც მისი აქციების შეფასება ერთ დღეში 17%-ით გაიზარდა.

თუ უოლ-სტრიტის ექსპერტების მოლოდინი $18.03 მილიარდს შეადგენდა, ამჯერად Accenture-ის შემოსავალმა $18.7 მილიარდი შეადგინა. რაც შეეხება მოგებას ერთ აქციაზე, მაჩვენებელი 46%-ით გაიზარდა და $3.29-ს გაუტოლდა. შედეგად, ანალიტიკოსების $3.18-იან პროგნოზზე გაცილებით მაღალი ნიშნული დაფიქსირდა.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ კომპანიის შეკვეთების მოცულობა 4%-ით გაიზარდა. საბოლოოდ, ამ მაჩვენებელმა $22.2 მილიარდი შეადგინა. შეგახსენებთ, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში დასახელებული რიცხვი $21.31 მილიარდს უტოლდებოდა. ექსპერტები კი ამჯერად მხოლოდ $19.9 მილიარდს ვარაუდობდნენ. პარალელურად, Jefferies-ის ანალიტიკოსის, სურინდერ თინდის განმარტებით, ეს ზრდა როგორც საკონსულტაციო, ისე მართული სერვისების მიმართულებით დაფიქსირდა.

როგორც ირკვევა, Accenture-ი, ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებით სოლიდურ ფინანსურ სარგებელს იღებს, რადგან 400-ზე მეტმა მისმა კლიენტმა მოწინავე სისტემების დანერგვა უკვე დაიწყო.

ცნობისთვის, ამჟამად Accenture-ის შეფასება $130 მილიარდს შეადგენს და ის ერთ-ერთ უმსხვილეს ირლანდიურ-ამერიკულ IT კომპანიას წარმოადგენს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შემოსავლების

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 30 სტატია.

  • ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს ცვლილებას, რომელიც ქონების გადასახადის შეღავათის ზღვარს 40 ათასი ლარიდან 100 ათას ლარამდე გაზრდას უკავშირდებაიმედი
  • შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდაფორმულა
  • შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯანეტგაზეთი
  • ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ვინაობა ცნობილიატვ პირველი
შემოსავლების →

მსგავსი სტატიები

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა - გასული კვირის შედეგები

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა - გასული კვირის შედეგები

BM.GE

ხორბალზე ბაჟის დაწესებით რუსული ფქვილის იმპორტის გააქტიურების რისკია - “ბარაქა”

ხორბალზე ბაჟის დაწესებით რუსული ფქვილის იმპორტის გააქტიურების რისკია - “ბარაქა”

BM.GE

"სამწუხაროდ, მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტები არ არიან" - Tbilisi Balneological SPA Resort-ის დატვირთვა 8%-ით შემცირდა

"სამწუხაროდ, მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტები არ არიან" - Tbilisi Balneological SPA Resort-ის დატვირთვა 8%-ით შემცირდა

BM.GE

"თუ ინოვაციისთვის მზად არ ხარ, ყოველთვის წააგებ თამაშს" - რას შესთავაზებს Archi Grand Avenue მცხოვრებლებს?

"თუ ინოვაციისთვის მზად არ ხარ, ყოველთვის წააგებ თამაშს" - რას შესთავაზებს Archi Grand Avenue მცხოვრებლებს?

BM.GE