მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ₾400 მლნ-ს სახაზინო ობლიგაციები ადასტურებს ინვესტორების ინტერესს ქართული ფასიანი ქაღალდების მიმართ - ოთარ შარიქაძე
₾400 მლნ-ს სახაზინო ობლიგაციები ადასტურებს ინვესტორების ინტერესს ქართული ფასიანი ქაღალდების მიმართ - ოთარ შარიქაძე

₾400 მლნ-ს სახაზინო ობლიგაციები ადასტურებს ინვესტორების ინტერესს ქართული ფასიანი ქაღალდების მიმართ - ოთარ შარიქაძე

BM.GE29 მაისი, 2026, 20:10|bm.ge

„თიბისი კაპიტალის“ დირექტორის შეფასებით, ფინანსთა სამინისტროს მიერ 400 მლნ ლარის ოდენობის სახაზინო ვალდებულებების გამოშვება კიდევ ერთხელ, ხაზს უსვამს ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარებას.

ოთარ შარიქაძის განცხადებით, ტრანზაქციის შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისო ინვესტორების მაღალ ინტერესს საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის მიმართ.

“მოხდა ახალი ტიპის ფასიანი ქაღალდების გამოშვება, რომელსაც ძალიან ბევრი ევროპული ქვეყანა იყენებს, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენს ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარებას. თიბისი კაპიტალი“, როგორც ლიდერი საინვესტიციო ბანკი, ჩართული ვიყავით ამ ტრანზაქციაში, როგორც განთავსების აგენტები და მართლაც დავინახეთ საკმაოდ დიდი ინტერესი, განსაკუთრებით, საერთაშორისო მოთამაშეების მხრიდან. მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მყიდველების 65% სწორედ უცხოელი მოთამაშეები იყვნენ, საიდანაც უმეტესობა ძალიან ცნობილი საერთაშორისო აქტივების მმართველები არიან. ჩანს, რომ ეს კომპანიები და ფონდები აქტიურად უყურებენ საქართველოს და ყიდულობენ არა მხოლოდ ევროობლიგაციებს, არამედ უკვე ქართულ ფასიან ქაღალდებს. ეს ნიშნავს, რომ ქართული კაპიტალის ბაზარი ვითარდება და უფრო და უფრო მეტ საინტერესო პროდუქტს სთავაზობს მსგავს ინვესტორებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

ის ფაქტორი, რომ ამდენი უცხოელი აქტივების მმართველი დაინტერესდა მსგავსი ფასიანი ქაღალდებით, ჩვენთვის გასაკვირი არ იყო. იმიტომ რომ რეალურად ჩვენ ვხედავთ, ისტორიულად, ნებისმიერი ფასიანი ქაღალდი, რომელიც გამოდის საქართველოდან, ეს იქნება სახელმწიფო ობლიგაცია თუ ნებისმიერი კერძო კომპანიის ობლიგაცია, საკმაოდ მალე და კარგად იყიდება, ანუ მოთხოვნა ყოველთვის უფრო მეტია ხოლმე, ვიდრე მიწოდება. აქედან გამომდინარე, მგონია, რომ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ინვესტორები მზად არიან, ქართული კომპანიების ფასიანი ქაღალდები იყიდონ. ეს კიდევ ერთი დასტური იყო იმისა, რომ არა მარტო ევრობონდების ფორმატში, არამედ ადგილობრივი ფასიანი ქაღალდის ლარში, ქართული კანონმდებლობით გამოშვებული ფასიანი ქაღალდის ყიდვაც შეუძლიათ”, - განაცხადა ოთარ შარიქაძემ.

ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტრომ ლარის უმსხვილესი - ₾400-მილიონიანი ფასიანი ქაღალდი 2026 წლის 21 მაისს გამოუშვა. მას 9%-ის განაკვეთი და 5.9 წლის ვადიანობა აქვს. უწყებაში აცხადებენ, რომ უცხოელმა ინვესტორებმა ობლიგაციების 65% შეიძინეს, რაც თანხობრივად 260 მილიონ ლარს შეადგენდა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

“რომ არა „opennet-ი“, შეიძლება ბაზარზე ოპერატორების დაახლოებით 15-20% დარჩენილიყო - უჩა სეთური

“რომ არა „opennet-ი“, შეიძლება ბაზარზე ოპერატორების დაახლოებით 15-20% დარჩენილიყო - უჩა სეთური

BM.GE

ამერიკულმა Pfizer-მა და ჩინურ Innovent-თან $10.5-მილიარდიანი შეთანხმება გააფორმა

ამერიკულმა Pfizer-მა და ჩინურ Innovent-თან $10.5-მილიარდიანი შეთანხმება გააფორმა

BM.GE

საქართველოს ბანკმა 300 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები წარმატებით განათავსა

საქართველოს ბანკმა 300 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები წარმატებით განათავსა

BM.GE

რა ეტაპზეა საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი?

რა ეტაპზეა საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი?

BM.GE