მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ₾575 000-ის სიგარეტი და ₾485 ათასის მედიკამენტები საქართველოს გავლით უკანონოდ გადაჰქონდათ | RS
₾575 000-ის სიგარეტი და ₾485 ათასის მედიკამენტები საქართველოს გავლით უკანონოდ გადაჰქონდათ | RS

₾575 000-ის სიგარეტი და ₾485 ათასის მედიკამენტები საქართველოს გავლით უკანონოდ გადაჰქონდათ | RS

BM.GE2 ოქტომბერი, 2026, 14:43|bm.ge

საქართველოს გავლით აქციზური მარკის სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის, სიგარეტის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული სამედიცინო მედიკამენტების გადაზიდვის ფაქტი აღკვეთეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, დადგინდა, რომ ს.გ.პ. "წითელი ხიდის" კონტროლის ზონაში საქართველოდან აზერბაიჯანის მიმართულებით, ექსპორტის პროცედურით გადაადგილდებოდა შაქრით დატვირთული 3 სატვირთო ავტომობილი.

"უფლებამოსილი პირების მიერ, რისკის შეფასების/ანალიზის შედეგად, მოხდა აღნიშნული სატვირთო ავტომობილების შეჩერება და ერთ-ერთი მათგანის დეტალური დათვალიერების შედეგად, გამოვლენილი იქნა არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ - 100 000 კოლოფი სიგარეტი ,,MILANO“ და 1 114 ცალი სხვადასხვა დასახელების სამედიცინო მედიკამენტი.

დეკლარირებას დაქვემდებარებული სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულებამ 575 000 ლარი შეადგინა, ხოლო მედიკამენტების ღირებულებამ 485 ათას ლარს გადააჭარბა. საერთო ჯამში აღნიშნული არადეკლარირებული საქონლის საერთო ღირებულებამ 1 060 000 ლარზე მეტი შეადგინა", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის გავრცელებულ პრესრელიზში.

გამოძიებას აწარმოებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

BM.GE

Pandora-მ ვიეტნამში მსოფლიოში უდიდესი საიუველირო ქარხანა გახსნა

Pandora-მ ვიეტნამში მსოფლიოში უდიდესი საიუველირო ქარხანა გახსნა

BM.GE

აწყობილია მთელი ბიუროკრატია, რაც ხილის ექსპორტს ძალიან უშლის ხელს - ვახტანგ ბეჟიტაშვილი

აწყობილია მთელი ბიუროკრატია, რაც ხილის ექსპორტს ძალიან უშლის ხელს - ვახტანგ ბეჟიტაშვილი

BM.GE

ენგურჰესმა ოკუპირებული აფხაზეთისთვის დენის უსასყიდლოდ მიწოდებით ₾64 მილიონის შემოსავალი დაკარგა

ენგურჰესმა ოკუპირებული აფხაზეთისთვის დენის უსასყიდლოდ მიწოდებით ₾64 მილიონის შემოსავალი დაკარგა

BM.GE