
Gemini Pro უფასოდ ხელმისაწვდომი აღარ იქნება - რა ცვლილებები დააანონსა Google-მა?
ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Google-მა ხელოვნური ინტელექტის მოდელების სააბონენტო პირობები მკვეთრად შეცვალა და Pro ვერსიაზე ხელმისაწვდომობა შეზღუდა.
როგორც ირკვევა, კომპანია Gemini Pro-ზე წვდომას შეუნარჩუნებს მხოლოდ AI Pro-ს გამომწერებს და უფრო ძვირდადღირებული პაკეტების მფლობელებს. ინფორმაციისთვის, AI Pro-ს საფასური $19.99-ს შეადგენს.
მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, $9.99-იანი AI Plus ტარიფის მომხმარებლები და უფასო ანგარიშების მფლობელები Pro მოდელით სარგებლობას ვეღარ შეძლებენ.
აღსანიშნავია, რომ Google-მა უფასო ანგარიშებს მსუბუქი Gemini Flash-ით სარგებლობის უფლებაც ჩამოართვა. ადამიანებს, რომლებიც არავითარ საფასურს არ გადაიხდიან, მხოლოდ დაბალი წარმადობის Gemini Flash-Lite მოდელზე ექნებათ წვდომა.
კომპანია უფასო მომხმარებლებისთვის ახალი შეზღუდვების ამოქმედებას 9 ოქტომბრიდან გეგმავს, ფასიანი პაკეტების მფლობელებს კი Google-ი დეტალურ განრიგს ელექტრონული ფოსტით მიაწვდის.
აღსანიშნავია, რომ AI Pro-სა და $99.99-იანი AI Ultra-ს აბონენტებისთვის ტექ-გიგანტმა Deep Think ინოვაციური ფუნქციაც გახადა ხელმისაწვდომი. ინფორმაციისთვის, ეს ტექნოლოგია კომპლექსური ანალიზის ჩასატარებლად ერთდროულად რამდენიმე მოწინავე მოდელს იყენებს.
როგორც მედია წერს, Google-ი ამ ნაბიჯით მიზნად მაღალტარიფიან პაკეტებზე მომხმარებელთა გადაყვანას ისახავს. საქმე ეხება კომპანიის მიერ 30 სექტემბერს წარდგენილ ახალ ფლაგმანურ მოდელ Gemini 4 Argon-ს, რომელიც უზარმაზარ გამოთვლით რესურსს მოითხოვს.
ცნობისთვის, Google-მა Gemini 3.1 Pro გასულ თებერვალში გამოუშვა. ამ მოვლენიდან 7 თვის შემდეგ კი კომპანიამ უმაღლესი დონის მოდელი Gemini 4 Argon წარადგინა.
BM.GE
წყარო: bm.ge