მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გერმანიაში 1448 მოქალაქე დასაქმდა - რომელ ქვეყნებთან მუშაობს საქართველო ლეგალურ მიგრაციაზე?
გერმანიაში 1448 მოქალაქე დასაქმდა - რომელ ქვეყნებთან მუშაობს საქართველო ლეგალურ მიგრაციაზე?

გერმანიაში 1448 მოქალაქე დასაქმდა - რომელ ქვეყნებთან მუშაობს საქართველო ლეგალურ მიგრაციაზე?

BM.GE11 მაისი, 2026, 17:47|bm.ge

მიმდინარეობდა აქტიური კონსულტაციები საბერძნეთთან, სლოვაკეთთან და უნგრეთთან ცირკულარულ მიგრაციასთან დაკავშირებით ორმხრივი შეთანხმებების გაფორმების მიზნით. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2025 წლის ანგარიშშია აღნიშნული.

დოკუმენტის თანახმად, 2025 წელს წარმატებით შეირჩა და გერმანიაში დასაქმდა 1448 საქართველოს მოქალაქე. საქართველოს მოქალაქეებს გერმანიაში დასაქმება სოფლის მეურნეობის სექტორში, სეზონურ სამუშაოებზე შეუძლიათ.

აღსანიშნავია, რომ ცირკულარული შრომითი მიგრაციის მიმართულებით ხელშეკრულებები და შესაბამისი ოქმები გაფორმებულია 4 პარტნიორ ქვეყანასთან, კერძოდ: გერმანიასთან, ისრაელთან, საფრანგეთთან და ბულგარეთთან, თუმცა ანგარიშში მხოლოდ გერმანიაში დასაქმების სტატისტიკაა მოყვანილი, დანარჩენ ქვეყნებში დასაქმების შესაძლებლობით კი მოქალაქეები ჯერჯერობით ვერ სარგებლობენ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE