მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გერმანიაში მოყვარულმა არქეოლოგმა რომაული ვერცხლის 934 მონეტა აღმოაჩინა
გერმანიაში მოყვარულმა არქეოლოგმა რომაული ვერცხლის 934 მონეტა აღმოაჩინა

გერმანიაში მოყვარულმა არქეოლოგმა რომაული ვერცხლის 934 მონეტა აღმოაჩინა

BM.GE25 სექტემბერი, 2026, 20:39|bm.ge

დასავლეთ გერმანიაში, კიოლნის სამხრეთით მდებარე ქალაქ ვესელინგთან ახლოს, მინდორში, მოყვარულმა არქეოლოგმა რომაული ვერცხლის 934 მონეტა აღმოაჩინა.

ვერცხლის მონეტების ჯამური წონა დაახლოებით 3.1 კილოგრამია და არქეოლოგების განცხადებით, აღმოჩენა გერმანიაში იმპერატორ ადრიანეს მმართველობის პერიოდით დათარიღებული მონეტების ყველაზე დიდი მოცულობის განძია.

მონეტებიდან ყველაზე გვიანდელი ახ. წ. 124 ან 125 წელს არის მოჭრილი, იმპერატორ ადრიანეს მმართველობის პერიოდში.(ადრიანე რომის იმპერიას ახ. წ. 117-138 წლებში მართავდა.) მონეტების ნაწილი კი ძვ. წ. 148 წელს არის მოჭრილი, ამ დროს რომი ჯერ კიდევ რესპუბლიკა იყო. შესაბამისად, მონეტების ასაკი, განძის დამარხვისას, 270 წელს ცდებოდა, თუმცა ისინი კვლავ ბრუნვაში იყო.

უცნობია, ვინ იყო განძის მფლობელი და რატომ აღარ ან ვეღარ დაიბრუნა მან ფული, თუმცა თანამედროვე საბანკო სისტემის არ არსებობის პირობებში, მას სავარაუდოდ ფულის უსაფრთხოდ შენახვა სურდა და მანამდე გარდაიცვალა, სანამ განძის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის სხვებისთვის გადაცემას შეძლებდა.

აღმოჩენილი მონეტების ოდენობა იმ დროისთვის მნიშვნელოვან ქონებად ითვლებოდა. ადგილობრივი არქეოლოგის, რახელ ოტეს განმარტებით, რომაელი ლეგიონერი იმ პერიოდში წელიწადში დაახლოებით 300 დენარს იღებდა, თუმცა თანხის დაახლოებით ნახევარი საკვებსა და აღჭურვილობაზე იხარჯებოდა. შესაბამისად, განძის ოდენობის შესაგროვებლად ლეგიონერს მთელი თავისუფალი შემოსავლის დაზოგვა დაახლოებით ექვსი წლის განმავლობაში მოუწევდა.

განძი საზოგადოებისთვის პირველად 2026 წლის 22 სექტემბერს, ბონის LVR-ის სახელმწიფო მუზეუმში (LVR-LandesMuseum Bonn) იქნა წარმოდგენილი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აგვისტოში საბანკო დაკრედიტება ₾836 მილიონით, 76.5 მილიარდ ლარამდე გაიზარდა

აგვისტოში საბანკო დაკრედიტება ₾836 მილიონით, 76.5 მილიარდ ლარამდე გაიზარდა

BM.GE

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

BM.GE

სპირტიანი სასმელების ექსპორტი ₾163.8 მლნ-მდე შემცირდა, იმპორტი - გაიზარდა | სად ვყიდით-ვყიდულობთ?

სპირტიანი სასმელების ექსპორტი ₾163.8 მლნ-მდე შემცირდა, იმპორტი - გაიზარდა | სად ვყიდით-ვყიდულობთ?

BM.GE

თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება

თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება

BM.GE