
გერმანიაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 50%-ით გაიზარდა
2025 წელს გერმანიაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, წინა წელთან შედარებით, 50%-ით გაიზარდა და €86 მილიარდი ($99.91 მლრდ) შეადგინა.
როგორც ირკვევა, ზრდა ბრიტანული კაპიტალის მკვეთრმა შემოდინებამ განაპირობა, რამაც ამერიკული კომპანიების მხრიდან ინვესტიციების კლება სრულად დააბალანსა.
გერმანიის ეკონომიკის ინსტიტუტისა და Bundesbank-ის ოფიციალური მონაცემების თანახმად, გერმანიისთვის კაპიტალის უმსხვილეს ინდივიდუალურ წყაროდ უკვე გაერთიანებული სამეფო იქცა. ბრიტანულმა კომპანიებმა ქვეყნის ეკონომიკაში ჯამურად €26 მილიარდის ინვესტიცია ჩადეს, რაც წინა წელთან შედარებით 284%-იან ზრდას ნიშნავს. ამ შედეგით დიდმა ბრიტანეთმა მთლიანი უცხოური ინვესტიციების თითქმის 31% დაიკავა და აშშ-ს გადაასწრო.
პარალელურად, ამერიკის შეერთებული შტატებიდან განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა თითქმის 44%-ით შემცირდა და €11.8 მილიარდს გაუტოლდა. შედეგად, გერმანიაში შესული უცხოური კაპიტალის საერთო მოცულობაში აშშ-ის წილი 36%-დან 14%-მდე დაეცა.
რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ინვესტიციებმა საერთო შემოდინების ნახევარზე მეტი შეადგინა. ევროპულმა კომპანიებმა გერმანიაში €43 მილიარდი დააბანდეს, თუმცა ეს მაჩვენებელი, წინა წლის მონაცემთან შედარებით, 2.7%-ითაა შემცირებული.
BM.GE
წყარო: bm.ge