მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გერმანიაში შობადობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დაბალ მაჩვენებელზეა
გერმანიაში შობადობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დაბალ მაჩვენებელზეა

გერმანიაში შობადობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დაბალ მაჩვენებელზეა

BM.GE4 მაისი, 2026, 03:11|bm.ge

გერმანიის სტატისტიკის ფედერალური სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2025 წელს ქვეყანაში 655,000 ბავშვი დაიბადა. საყურადღებოა, რომ ეს მაჩვენებელი მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდგომ პერიოდში ყველაზე დაბალია. შედარებისთვის, 2024 წელს შობადობამ 680,000 შეადგინა.

ამას ემატება ფაქტიც, რომ გასულ წელს ქვეყანაში მილიონზე მეტი გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა, რის გამოც დემოგრაფიული დეფიციტი რეკორდულ ნიშნულამდე, 350,000-მდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ შობადობის კლების ტენდენცია გერმანიაში უკვე ზედიზედ მეოთხე წელია ფიქსირდება.

დღეისათვის გერმანიაში შობადობის კოეფიციენტი ერთ ქალზე 1.35 ბავშვს შეადგენს, რაც მოსახლეობის სტაბილურობისთვის საჭირო 2.1-იან ნიშნულს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. როგორც ირკვევა, შობადობა ყველაზე მკვეთრად აღმოსავლეთ გერმანიის მიწებზე შემცირდა, სადაც ვარდნამ 4.5% შეადგინა. გამონაკლისი მხოლოდ ჰამბურგი აღმოჩნდა, სადაც შობადობის მაჩვენებელი 0.5%-ით გაიზარდა.

გრძელვადიანი პროგნოზების თანახმად, 2070 წლისთვის გერმანიის მოსახლეობა შესაძლოა 10%-ით შემცირდეს. სპეციალისტების შეფასებით კი, მიგრაციული ნაკადები ამ დემოგრაფიული დანაკლისის სრულად კომპენსირებას ვერ შეძლებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Amazon-ის შემოსავალმა II კვარტალში $200.6 მილიარდს მიაღწია

Amazon-ის შემოსავალმა II კვარტალში $200.6 მილიარდს მიაღწია

BM.GE

რუსეთმა დაზიანებული ნავთობ-ქარხნების ჯერ ნახევარიც ვერ აღადგინა

რუსეთმა დაზიანებული ნავთობ-ქარხნების ჯერ ნახევარიც ვერ აღადგინა

BM.GE

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

BM.GE

31 ივლისი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

31 ივლისი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

BM.GE