მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ღვინის სერტიფიკატის საფასური მცირე მარნებისთვის გამოწვევაა - "ნოდოს მეღვინეობა"
ღვინის სერტიფიკატის საფასური მცირე მარნებისთვის გამოწვევაა - "ნოდოს მეღვინეობა"

ღვინის სერტიფიკატის საფასური მცირე მარნებისთვის გამოწვევაა - "ნოდოს მეღვინეობა"

BM.GE13 სექტემბერი, 2026, 18:26|bm.ge

ღვინის სერტიფიკატის გაცემისთვის 10-ლარიანი საფასურის დაწესება მცირე მარნებისთვის დამატებითი ხარჯია, რომელიც განსაკუთრებით მცირე მოცულობის შეკვეთებზე აისახება. ამის შესახებ „ნოდოს მეღვინეობის“ დამფუძნებელმა თათია გოგიბერიძემ BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ განაცხადა.

მისი თქმით, მცირე მეღვინეობებს, დიდი კომპანიებისგან განსხვავებით, როგორც წესი, დიდი მოცულობის შეკვეთები არ აქვთ. ამიტომ თითოეულ შეკვეთაზე სერტიფიცირების პროცედურის გავლა და შესაბამისი საფასურის გადახდა მათთვის უფრო საგრძნობი ხარჯია.

„მცირე მარნებს, არ გვაქვს ისეთი შეკვეთები, ვთქვათ, 20 ყუთი. ჩვენ გვაქვს შეკვეთები, მაგალითად, ერთი ყუთი, გვქონია შეკვეთა რამდენიმე ბოთლიც ან 4 ყუთი. ნებისმიერ შეკვეთაზე, ერთი ყუთი იქნება წასაღები სადმე თუ სამი ბოთლი, გასაკეთებელი იქნება ხელახლა განაცხადი სერტიფიცირებაზე და გადასახდელი იქნება ეგ თანხაც.

მარტო ჩემი არა, ირგვლივ ჩვენ ვმეგობრობთ მცირე მარნებთან, მეღვინეებთან და ვფიქრობ, მცირე და საშუალო დონის მარნებისთვის კიდევ უფრო გამოწვევაა, ვიდრე დიდი კომპანიებისთვის“, - განაცხადა გოგიბერიძემ.

მისივე შეფასებით, რეგულაციის გავლენა განსაკუთრებით რეგიონებში მოქმედ მცირე მეღვინეობებზე იქნება შესამჩნევი, სადაც ღვინის ბაზარი და ტურისტული ნაკადები ჯერ ისეთი მასშტაბის არ არის, როგორიც მეღვინეობის უფრო განვითარებულ რეგიონებში: „განსაკუთრებით ასეთ რეგიონებში, სადაც ნაკლებია ტურიზმი, უფრო ახლად იწყებს მეღვინეობა ნელ-ნელა აღორძინებას, გამოწვევა ნამდვილად იქნება“, - აღნიშნა მან.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ახალი ტარიფები 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდა. ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციისთვის შესაბამისობის სერტიფიკატის საფასური 10 ლარია. ექსპორტისთვის საჭირო სერტიფიკატის ღირებულება კი მომსახურების მიღების ვადის მიხედვით 110-დან 650 ლარამდე მერყეობს, ხოლო მცირე ზომის მარნებისთვის ექსპორტის სერტიფიკატზე ცალკე, შეღავათიანი ტარიფებია განსაზღვრული.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

ფინანსური ხელმისაწვდომობა "ყველგან და ყველასთვის" - ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი Industry Talks-ის გენერალური პარტნიორია

ფინანსური ხელმისაწვდომობა "ყველგან და ყველასთვის" - ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი Industry Talks-ის გენერალური პარტნიორია

BM.GE