მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ღვინით დაინტერესებული ტურისტების რაოდენობამ მოიკლო - “მამისეული”
ღვინით დაინტერესებული ტურისტების რაოდენობამ მოიკლო - “მამისეული”

ღვინით დაინტერესებული ტურისტების რაოდენობამ მოიკლო - “მამისეული”

BM.GE13 სექტემბერი, 2026, 14:30|bm.ge

ბოლნისში მდებარე მცირე საოჯახო მარანი „მამისეული“ ბოლო ორი კვარტალის გაყიდვებში ზრდას ვერ აფიქსირებს. როგორც მარნის დამფუძნებელმა თამარ მოსიაშვილმა BMGTV-ის ეთერში განაცხადა, ამას, მათ შორის, ღვინით დაინტერესებული ტურისტების რაოდენობის კლებას და ღვინის ბარებისა და მაღაზიების შედარებით დაბალ აქტივობას უკავშირებს.

მოსიაშვილის შეფასებით, ტურიზმში აღმოსავლეთის ბაზრებზე გადართვა ღვინის პოპულარიზაციის თვალსაზრისით ეფექტიანი არ არის.

„მე მგონი, გამონაკლისი არ ვართ ჩვენ და ზოგადად გაყიდვების პრობლემა ყველას უდგას. ტურიზმმაც მოიკლო, ანუ მოიკლო ღვინით დაინტერესებული ტურისტების რაოდენობამ შედარებით და იგივე ღვინის ბარებს თუ მაღაზიებს არც თუ ისე კარგი მუშაობა აქვთ, როგორც მათგან ვიცი. შესაბამისად, ჩვენმა გაყიდვებმა ცოტა უფრო მოიკლო.

აღმოსავლეთი ძალიან მიყვარს, მე პროფესიით აღმოსავლეთმცოდნე ვარ, მაგრამ ჩემი, ერთ-ერთი რიგითი მოქალაქის აზრი ასეთია, რომ ვექტორი აღმოსავლეთისკენ ღვინის თვალსაზრისით, არ არის სწორი“, - განაცხადა „მამისეულის“ დამფუძნებელმა.

მისი თქმით, „მამისეულს“ საერთაშორისო ბაზარზე რამდენიმე სტაბილური პარტნიორი ჰყავს და მათი საშუალებით ქართული ღვინო შვეიცარიაში, დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში იყიდება.

„ამ მხრივ ასე თუ ისე სტაბილურობას ვინარჩუნებთ. თუმცა ვფიქრობ, რომ მაინც ეს ბოლო ორი კვარტალი არც თუ ისე წარმატებული იყო. ძირითადად ორიენტირებული ვიყავით არსებულის შენარჩუნებაზე, სამწუხაროდ, ზრდა დიდად არ დაფიქსირებულა“, - აღნიშნა მან.

მისივე ინფორმაციით, ევროპელი ტურისტების ზრდის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას პირადად ვერ გრძნობს.

„ძალიან გამიხარდება, რომ მართალი იყოს, ძალიან გამიხარდება, რომ რეკორდული მაჩვენებელი გვქონდეს ევროპული ტურისტების ჩამობრძანების, იმიტომ რომ მგონია, რომ ღვინის დამფასებელი ხალხი ესენი უფრო არიან, იმიტომ რომ თვითონაც ღვინის ქვეყნები არიან და უფრო იციან და მცირე მეწარმეებს უფრო მეტად აფასებენ. მაგრამ რეალობაში ამას მე ვერ ვგრძნობ“, - აღნიშნა მან.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველო B და C ჰეპატიტების ელიმინაციის ოქროს დონის საერთაშორისო აღიარებისთვის ემზადება - სამინისტრო

საქართველო B და C ჰეპატიტების ელიმინაციის ოქროს დონის საერთაშორისო აღიარებისთვის ემზადება - სამინისტრო

BM.GE

იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვისთვის 3 უცხოელია დაკავებული - შსს

იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვისთვის 3 უცხოელია დაკავებული - შსს

BM.GE

შვედეთში საპარლამენტო არჩევნები ტარდება

შვედეთში საპარლამენტო არჩევნები ტარდება

BM.GE

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკასა და ბიზნესში - 7-13 სექტემბერი

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკასა და ბიზნესში - 7-13 სექტემბერი

BM.GE