
გიორგი მამარდაშვილი საჭესთან მობილურის გამოყენების გამო დააჯარიმეს
საქართველოს ნაკრებისა და “ლივერპულის” მეკარე, გიორგი მამარდაშვილი ავტომობილის მართვის დროს მობილური ტელეფონის გამოყენებისთვის 440 გირვანქა სტერლინგით დააჯარიმეს.27 იანვარს, 15:45-ზე პოლიციამ ის მაშინ დააფიქსირა, როცა საკუთარი ავტომობილით, Audi-თ უორინგტონთან ახლოს, M6-ის ავტომაგისტრალზე მიდიოდა და მგზავრობისას ვიდეოს უყურებდა. ჯარიმასთან ერთად, მან მართვის მოწმობაზე 6 საჯარიმო ქულა მიიღო, დამატებით 120 გირვანქას გადახდა და 176 გირვანქის დაზარალებულთა ფონდისთვის გადახდა დაეკისრა.უორინგტონის სასამართლოში გამართულ პროცესზე ჩეშირის პოლიციის ოფიცერმა აღნიშნა, რომ მან დაინახა, თუ როგორ ვერ გადავიდა შავი ფერის აუდი თავისუფლად ზოლში, რამაც მისი "ყურადღება მიიპყრო"."როდესაც გვერდით ჩავუარე, შევნიშნე, რომ მძღოლს ტელეფონი ხელში ეჭირა, საჭის ცენტრალურ ნაწილთან ახლოს. ის ეკრანზე რაღაცას უყურებდა, თანაც ამ დროს მაგისტრალისთვის დამახასიათებელი მაღალი სიჩქარით გადაადგილდებოდა," - წერს ოფიცერი.როგორც კი უსაფრთხო სივრცე გამოჩნდა, პოლიციამ მანქანა გზის კიდეზე გააჩერებინა. მძღოლმა, რომელიც სალონში მარტო იმყოფებოდა, თავი გიორგი მამარდაშვილად წარადგინა და ქართული მართვის მოწმობაც აჩვენა. მთელი ეს პროცესი ოფიცრის სამხრე კამერამაც დააფიქსირა.
ფეხბურთელს პოლიციის უწყებაზე ოფიციალური პასუხი არ გაუცია, რის გამოც საქმე დახურულ რეჟიმში, წერილობითი მტკიცებულებების საფუძველზე განიხილეს და ის დამნაშავედ ცნეს.
ცნობისთვის გეტყვით, რომ გასულ კვირას ინგლისსა და უელსში საჭესთან ტელეფონის გამოყენების გამო 247 მძღოლი დაჯარიმდა, ხოლო საერთო ჯარიმების თანხამ 41,000 ფუნტს გადააჭარბა.
BM.GE
წყარო: bm.ge