მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გიორგი უძილაური ბრალს არ აღიარებს, მის საქმეს გრიფი დაედო - ადვოკატი
გიორგი უძილაური ბრალს არ აღიარებს, მის საქმეს გრიფი დაედო - ადვოკატი

გიორგი უძილაური ბრალს არ აღიარებს, მის საქმეს გრიფი დაედო - ადვოკატი

BM.GE7 მაისი, 2026, 16:17|bm.ge

ბანკ „ქართუს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილ უფროსს, გიორგი უძილაურს, რომელსაც პროკურატურა ჯაშუშობას ედავება, ბრალი ოფიციალურად წარედგინა. მისი ინტერესების დამცველის, ბექა გულედანის განცხადებით, დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

ადვოკატის განმარტებით, საქმეს გრიფი ადევს, რის გამოც დეტალებზე საუბარი შეზღუდულია.

„არ ცნობს თავს დამნაშავედ, საქმეს აქვს გრიფი სრულიად საიდუმლო. ის იყენებს დუმილის უფლებას, არაფერი ინფორმაცია არ მიუწოდებია გამოძიებისთვის. საქმესთან დაკავშირებით ვერაფერს ვერ გეტყვით“, - განაცხადა ბექა გულედანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

პროკურატურის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ უძილაური უცხო ქვეყნის დაზვერვის დავალებით მოქმედებდა. უწყების განცხადებით, ბრალდებული სისტემატურად აგროვებდა და გადასცემდა სხვადასხვა კატეგორიის ინფორმაციას, მოქმედებდა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით. აზიანებდა საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს.

საგამოძიებო უწყებებს არ დაუსახელებიათ ქვეყანა, რომლის სასარგებლოდაც უძილაური ჯაშუშობდა, თუმცა „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, საუბარია ერთ-ერთი ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობაზე.

გიორგი უძილაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯაშუშობა) წარედგინა. აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სასამართლო აღკვეთის ღონისძიებას მას დღეს განუსაზღვრავს.

გიორგი უძილაური 5 მაისს დააკავეს. ბოლო პერიოდში ის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი იყო.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" კიდევ ერთხელ დაჯარიმდა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" კიდევ ერთხელ დაჯარიმდა

BM.GE

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE