მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. GITA-ს ორგანიზებით და ბაზისბანკის მხარდაჭერით ზუგდიდის ტექნოპარკში აგრო-ჰაკათონი AgriHack 2026 გაიმართა
GITA-ს ორგანიზებით და ბაზისბანკის მხარდაჭერით ზუგდიდის ტექნოპარკში აგრო-ჰაკათონი AgriHack 2026 გაიმართა

GITA-ს ორგანიზებით და ბაზისბანკის მხარდაჭერით ზუგდიდის ტექნოპარკში აგრო-ჰაკათონი AgriHack 2026 გაიმართა

BM.GE3 ივლისი, 2026, 18:35|bm.ge

ბაზისბანკი მუდმივად მხარს უჭერს ქვეყანაში ტექნოლოგიური პროგრესისა და ინოვაციური იდეების განვითარებას. ამჯერად, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ორგანიზებით და ბაზისბანკის მხარდაჭერით, ზუგდიდის ტექნოპარკში აგრო-ჰაკათონი AgriHacks 2026 გაიმართა.

AgriHack 2026 მიზნად ისახავდა აგროსექტორში ინოვაციების განვითარებას, ახალგაზრდების ჩართულობის ზრდას და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების შექმნას, რომლებიც სოფლის მეურნეობის თანამედროვე გამოწვევების გადაჭრას უწყობს ხელს.

ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან შეკრებილი 60 ახალგაზრდა ორი დღის განმავლობაში მუშაობდა აგროსექტორში არსებული რეალური გამოწვევების ინოვაციურ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტაზე.

ჰაკათონის ფარგლებში გუნდებმა შექმნეს პროტოტიპები. დემო დღეზე კი მონაწილეებმა ჟიურის წარუდგინეს საკუთარი ინოვაციური აგროტექნოლოგიური იდეები და პროტოტიპები, რის შედეგად გამოვლინდნენ გამარჯვებულები. ბაზისბანკის რჩეული გუნდი ფულადი პრიზით დაჯილდოვდა.

ბაზისბანკი აქტიურად უჭერს მხარს საინტერესო ინიციატივებსა და პროექტებს, რომლებიც ქვეყანაში აგროსექტორის მიმართულების განვითარებას ემსახურება და მომავალშიც ჩაერთვება მსგავსი პროექტების განხორციელებაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რა წერია წერილში, რომელიც ღარიბაშვილის თქმით, ივანიშვილის დავალებით გამოუგზავნეს

რა წერია წერილში, რომელიც ღარიბაშვილის თქმით, ივანიშვილის დავალებით გამოუგზავნეს

BM.GE

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

BM.GE

ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს და საზოგადოებას ვეტყვი ჩემს სიმართლეს - ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს

ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს და საზოგადოებას ვეტყვი ჩემს სიმართლეს - ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს

BM.GE

დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი ღარიბაშვილი

დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი ღარიბაშვილი

BM.GE