მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გივი მიქანაძე სომხეთის განათლების მინისტრს შეხვდა - რაზე ისაუბრეს
გივი მიქანაძე სომხეთის განათლების მინისტრს შეხვდა - რაზე ისაუბრეს

გივი მიქანაძე სომხეთის განათლების მინისტრს შეხვდა - რაზე ისაუბრეს

BM.GE7 ოქტომბერი, 2026, 23:37|bm.ge

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ ჟანა ანდრეასიანს უმასპინძლა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროებში არსებული თანამშრომლობა, ერთობლივი ინიციატივები და სამომავლო პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.

მინისტრებმა იმსჯელეს ორივე ქვეყანაში მიმდინარე საგანმანათლებლო რეფორმებზე, უმაღლესი განათლებისა და კვლევის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე და უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო დაწესებულებებს შორის კავშირების გაძლიერებაზე.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა, ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის გაფართოების მიზნით, ახალი ერთობლივი პროექტების განხორციელებასა და მიმდინარე საგანმანათლებლო რეფორმების ფონზე, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობაზე.

მხარეებმა დადებითად შეაფასეს ახალგაზრდობის სფეროში არსებული თანამშრომლობა და ახალგაზრდული ბანაკების, გაცვლითი პროგრამების, ფორუმებისა და სხვა ახალგაზრდული ინიციატივების გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ალფრედ ქოჩარიანი, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩი აშოტ სმბატიანი და სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი გიორგი შარვაშიძე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 147 სტატია.

  • „ჩვენ ახლა ვიწყებთ“ — უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ყირიმის ხიდზე მიტანილი იერიში შეაფასაფორმულა
  • არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც რეფერენდუმის კამპანიის ორგანიზატორებად რეგისტრაციის უფლება აქვთ, უცხოეთიდან ფინანსდებიან, მათი საქმიანობა სათანადოდ არ კონტროლდება - სლოვენიის პრემიერ-მინისტრი​რუსთავი 2
  • მინისტერიალი თუკი იმართება, უნდა იყოს მოწვეული მინისტრი – ბოჭორიშვილინეტგაზეთი
  • მაკა ბოჭორიშვილი კატარის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს შეხვდატვ პირველი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

გლოვის დღესთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე დროშები დაეშვა

გლოვის დღესთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე დროშები დაეშვა

BM.GE

რა ღირს გაზის დეტექტორები? - მუშაობის პრინციპი და სახეობები

რა ღირს გაზის დეტექტორები? - მუშაობის პრინციპი და სახეობები

BM.GE

მსოფლიოს 10 უმსხვილესი ელექტრონული კომერციის პლატფორმა - 2026 წლის რეიტინგი

მსოფლიოს 10 უმსხვილესი ელექტრონული კომერციის პლატფორმა - 2026 წლის რეიტინგი

BM.GE

22 ნოემბერს, ჭოველიძის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

22 ნოემბერს, ჭოველიძის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

BM.GE