მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გივი მიქანაძემ რექტორთა საბჭოს მორიგი სხდომა გამართა|რა საკითხები განიხილეს?
გივი მიქანაძემ რექტორთა საბჭოს მორიგი სხდომა გამართა|რა საკითხები განიხილეს?

გივი მიქანაძემ რექტორთა საბჭოს მორიგი სხდომა გამართა|რა საკითხები განიხილეს?

BM.GE18 ივნისი, 2026, 10:53|bm.ge

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა გივი მიქანაძემ რექტორთა საბჭოს მორიგი სხდომა ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართა. შეხვედრაში საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების რექტორები და წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელის დადგენილების პროექტი განიხილეს. აღინიშნა, რომ რეფორმის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა, სახელმწიფო უნივერსიტეტებში უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურებზე საქართველოს მოქალაქეებისთვის სწავლის სრულად დაფინანსების უზრუნველყოფა.

გივი მიქანაძის თქმით, ახალი მოდელი ეფუძნება ორკომპონენტიან სისტემას – საბაზო დაფინანსებასა და სახელმწიფო დაკვეთის შესრულებაზე დაფუძნებულ დაფინანსებას. როგორც მინისტრმა განაცხადა, ეს, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს სახელმწიფო უნივერსიტეტების ინსტიტუციურ მდგრადობასა და ფინანსურ ავტონომიას, მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს ხარისხზე, შედეგებსა და ეროვნულ პრიორიტეტებზე ორიენტირებული სისტემის განვითარებას.

აღინიშნა, რომ უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელის პროექტის შემუშავების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები.

რექტორთა საბჭოში მონაწილეობა ასევე მიიღეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ივანე აბაშიძემ და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს საგარეო ვალი $9.1 მილიარდია - ვისი ვალი გვაქვს?

საქართველოს საგარეო ვალი $9.1 მილიარდია - ვისი ვალი გვაქვს?

BM.GE

სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!

სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!

BM.GE

თურქეთი ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში გემების გავლის მოსაკრებელს 15%-ით ზრდის

თურქეთი ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში გემების გავლის მოსაკრებელს 15%-ით ზრდის

BM.GE

ბათუმში მგზავრების შემოწმებისას კონტროლიორებს სამხრე კამერები ექნებათ

ბათუმში მგზავრების შემოწმებისას კონტროლიორებს სამხრე კამერები ექნებათ

BM.GE