მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გლობალურად ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელები - TOP 10
გლობალურად ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელები - TOP 10

გლობალურად ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელები - TOP 10

BM.GE2 აგვისტო, 2026, 02:00|bm.ge

მსოფლიოს ყველაზე პოპულარული სოციალური პლატფორმების რეიტინგი მუდმივად იცვლება. მაგალითად, 2025 წლის თებერვლიდან ოქტომბრამდე პერიოდში, WhatsApp-მა YouTube-ს გადაასწრო, Instagram-ს გაუტოლდა და მსოფლიოში მეორე ყველაზე პოპულარული პლატფორმა გახდა.

სტატისტიკურად, სხვადასხვა დემოგრაფიული ჯგუფის წარმომადგენლები უპირატესობას განსხვავებულ პლატფორმებს ანიჭებენ. სამიზნე აუდიტორიის პრეფერენციების ცოდნა კი კომპანიებს მარკეტინგული სტრატეგიის სწორად წარმართვასა და მომხმარებლებთან მჭიდრო კავშირის დამყარებაში ეხმარება.

ყველაზე პოპულარული სოციალური პლატფორმები და მათი მომხმარებლების რაოდენობა ასეთია:

• Facebook - 3.070 მილიარდი • WhatsApp - 3.000 მილიარდი • Instagram - 3.000 მილიარდი • YouTube - 2.580 მილიარდი • TikTok - 1.990 მილიარდი • WeChat - 1.410 მილიარდი • Telegram - 1.000 მილიარდი • Messenger - 942 მილიონი • Snapchat - 932 მილიონი • Reddit - 765 მილიონი

1. Facebook (3.07 მილიარდი მომხმარებელი)

სამ მილიარდზე მეტი მომხმარებლით Facebook-ი გლობალურად პირველ ადგილს იკავებს. მსოფლიოში სოციალური ქსელების მომხმარებელთა თითქმის 60% სწორედ ამ პლატფორმაზეა აქტიური. აშშ-ში მომხმარებელთა ყველაზე დიდ ჯგუფს 25-დან 34 წლამდე ასაკის ადამიანები (24.2%) წარმოადგენენ.

2. WhatsApp (3 მილიარდი მომხმარებელი)

WhatsApp-ი პირადი მიმოწერისა და ზარების გარდა, ბიზნეს-კომუნიკაციისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება. ორმხრივი დაშიფვრის (end-to-end encryption) სისტემა და ინტერნეტზე დაფუძნებული უფასო სერვისები მას საერთაშორისო ბიზნესისთვის იდეალურ ინსტრუმენტად აქცევს, რადგან ის ძვირად ღირებულ როუმინგულ ხარჯებს მთლიანად გამორიცხავს.

3. Instagram (3 მილიარდი მომხმარებელი)

Instagram-მა პოპულარობა თავდაპირველად ვიზუალური კონტენტით მოიპოვა. ეს მას მოდის, სილამაზისა და მოგზაურობის ინდუსტრიებისთვის საუკეთესო პლატფორმად აქცევს. დღეს ის ბრენდებისა და ინფლუენსერებისთვის 25-დან 34 წლამდე აუდიტორიასთან კავშირის ძირითად საშუალებას წარმოადგენს.

4. YouTube (2.58 მილიარდი მომხმარებელი)

2005 წელს გაშვებული YouTube-ი სოციალურ ქსელსა და ვიდეოსტრიმინგს აერთიანებს. მონაცემების მიხედვით, აშშ-ში ის წამყვანი სტრიმინგ-სერვისია, ხოლო გლობალურად - სიდიდით მეორე საძიებო სისტემაა. პლატფორმის ხანგრძლივი ვიდეოფორმატი ბრენდებს საკუთარი პროდუქციის დეტალურად წარდგენის შესაძლებლობას აძლევს.

5. TikTok (1.99 მილიარდი მომხმარებელი)

TikTok-ი 18-დან 34 წლამდე ასაკის აუდიტორიის ყურადღებას მოკლე ვიდეოებითა და პერსონალიზებული „For You“ გვერდის მეშვეობით იპყრობს. 2023 წელს TikTok Shop-ის ჩაშვების შემდეგ, აპლიკაციამ მეწარმეებს პირდაპირი გაყიდვების ახალი შესაძლებლობები გაუხსნა.

6. WeChat (1.41 მილიარდი მომხმარებელი)

ჩინეთში WeChat-ი სოციალურ ქსელს, შეტყობინებებს, საგადასახადო სისტემასა და ელექტრონულ კომერციას აერთიანებს. ჩინელ მომხმარებლებზე ორიენტირებულ გლობალურ ბრენდებს შეუძლიათ ამ სუპერ-აპლიკაციაში საკუთარი ონლაინ-მაღაზია გახსნან.

7. Telegram (1 მილიარდი მომხმარებელი)

Telegram-ი პირადი და ჯგუფური კომუნიკაციისთვის ფართოდ გამოიყენება. ის უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ მესინჯერი - ონლაინ-მაღაზიებს მისი მეშვეობით პროდუქციის გაყიდვა ჩაშენებული ბოტებით შეუძლიათ.

8. Messenger (942 მილიონი მომხმარებელი)

Messenger-ი პირადი მიმოწერისთვის განკუთვნილი პლატფორმაა. ვინაიდან ის Meta-ს ეკოსისტემის ნაწილია, ბრენდებს მომხმარებლებთან კავშირის დამყარების ფართო შესაძლებლობებს სთავაზობს. აშშ-ში ის განსაკუთრებით პოპულარული 25-დან 34 წლამდე ასაკის ადამიანებშია.

9. Snapchat (932 მილიონი მომხმარებელი)

Snapchat-ი 2011 წელს შეიქმნა, როგორც პლატფორმა მყისიერად გამქრალი ფოტოებისა და შეტყობინებების გაცვლის საშუალებას იძლევა. აპლიკაცია კვლავ ინარჩუნებს პოპულარობას ახალგაზრდა აუდიტორიაში - მისი სარეკლამო წვდომა 25-ზე მეტ ქვეყანაში 13-დან 34 წლამდე ასაკის მოსახლეობის 75%-ს მოიცავს.

10. Reddit (765 მილიონი მომხმარებელი)

Reddit-ი არის სოციალური ქსელი, რომელიც თემატური ფორუმებისგან (საბრედიტებისგან) შედგება. სხვა პლატფორმებისგან განსხვავებით, სადაც კონტენტს ალგორითმი არჩევს, აქ მომხმარებლები ხმის მიცემით პოსტების პოპულარობასა და გავრცელებას თავად უზრუნველყოფენ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

უკრაინული თავდასხმების შედეგად რუსულმა ნავთობის ქარხნებმა საწარმოო სიმძლავრეების 45% დაკარგეს - FT

უკრაინული თავდასხმების შედეგად რუსულმა ნავთობის ქარხნებმა საწარმოო სიმძლავრეების 45% დაკარგეს - FT

BM.GE

წელს საქართველომ რუსეთიდან 36%-ით მეტი ხორბალი და 347%-ით მეტი სიმინდი იყიდა|იმპორტის სტატისტიკა

წელს საქართველომ რუსეთიდან 36%-ით მეტი ხორბალი და 347%-ით მეტი სიმინდი იყიდა|იმპორტის სტატისტიკა

BM.GE

საუდის არაბეთის პრინცმა ალ-ვალიდმა ამერიკული ავტომწარმოებლის, Lucid-ის 5%-იანი წილი შეიძინა

საუდის არაბეთის პრინცმა ალ-ვალიდმა ამერიკული ავტომწარმოებლის, Lucid-ის 5%-იანი წილი შეიძინა

BM.GE

ოქროს უმსხვილესი საბადოები მსოფლიოში

ოქროს უმსხვილესი საბადოები მსოფლიოში

BM.GE