მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გლობალური ფინანსური ცენტრების ინდექსში აზიური ქალაქები დაწინაურდნენ - TOP 10
გლობალური ფინანსური ცენტრების ინდექსში აზიური ქალაქები დაწინაურდნენ - TOP 10

გლობალური ფინანსური ცენტრების ინდექსში აზიური ქალაქები დაწინაურდნენ - TOP 10

BM.GE21 სექტემბერი, 2026, 21:52|bm.ge

გლობალური ფინანსური ცენტრების ინდექსში აზიური ქალაქები დაწინაურდნენ. კვლევითი ორგანიზაცია Z/Yen Group-ისა და ჩინეთის განვითარების ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული გლობალური ფინანსური ცენტრების ინდექსის მე-40 გამოცემის თანახმად, გლობალური ლიდერის პოზიციას ისევ ნიუ-იორკი ინარჩუნებს, თუმცა აზიური ქალაქები წინ მიიწევენ.

რეიტინგის მიხედვით, ნიუ-იორკი მეორე ადგილზე მყოფ ლონდონს 4 ქულით უსწრებს, ხოლო აზიური ცენტრები ბრიტანეთის დედაქალაქთან ჩამორჩენას მინიმუმამდე ამცირებენ. კერძოდ, ჰონკონგი და სინგაპური ლონდონს მხოლოდ თითო და ორ-ორი ქულით ჩამორჩებიან. ამასთან, საუკეთესო ათეულში 6 აზიური ფინანსური ცენტრი შევიდა.

ცნობისთვის, GFCI 40-ის რეიტინგი მსოფლიოს 117 ფინანსურ ცენტრს აფასებს. კვლევა 6,147 პროფესიონალის შეფასებასა და რაოდენობრივ მონაცემებს ეფუძნება.

გლობალური ფინანსური ცენტრების ტოპ ათეული ასე გამოიყურება:

• ნიუ-იორკი - 761 ქულა • ლონდონი - 757 ქულა • ჰონგ-კონგი - 756 ქულა • სინაპური - 755 ქულა • შანხაი - 754 ქულა • ტოკიო - 753 ქულა • სეული - 752 ქულა • შენჟენი - 751 ქულა • დუბაი - 750 ქულა • ციურიხი - 749 ქულა

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

sCoolApp-ის ტრივია ახალი სეზონით ბრუნდება - გამარჯვებული სამი გუნდი პარიზის დისნეილენდში გაემგზავრება

sCoolApp-ის ტრივია ახალი სეზონით ბრუნდება - გამარჯვებული სამი გუნდი პარიზის დისნეილენდში გაემგზავრება

BM.GE

გელათის მთავარი ტაძრის მდგომარეობა სტაბილურია - მაია ბითაძე

გელათის მთავარი ტაძრის მდგომარეობა სტაბილურია - მაია ბითაძე

BM.GE

რა ფინანსური მხარდაჭერა შეუჩერდა საქართველოს და რა გრძელდება?|ევროკომისიის გაფართოების ანგარიში

რა ფინანსური მხარდაჭერა შეუჩერდა საქართველოს და რა გრძელდება?|ევროკომისიის გაფართოების ანგარიში

BM.GE

სომხეთის სასამართლომ ოპოზიციონერ ბიზნესმენ გაგიკ წარუკიანს წინასწარი პატიმრობა 3 თვით გაუხანგრძლივა

სომხეთის სასამართლომ ოპოზიციონერ ბიზნესმენ გაგიკ წარუკიანს წინასწარი პატიმრობა 3 თვით გაუხანგრძლივა

BM.GE