მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. GM და JLR სამხედრო წარმოებას უბრუნდებიან?
GM და JLR სამხედრო წარმოებას უბრუნდებიან?

GM და JLR სამხედრო წარმოებას უბრუნდებიან?

BM.GE19 მაისი, 2026, 04:17|bm.ge

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი 900 მილიონი გირვანქა სტერლინგის ($1.2 მლრდ) ღირებულების სამხედრო კონტრაქტზე, რომელიც შეიარაღებული ძალებისთვის 3 000 ერთეული 4x4 ტიპის სამხედრო მანქანის მიწოდებას ითვალისწინებს.

არსებული ინფორმაციით, სადაზვერვო, საპატრულო და ლოგისტიკური ოპერაციებისთვის განკუთვნილი ტექნიკის პირველი პარტიის მიწოდება 2030 წლისთვის იგეგმება. გრძელვადიან პერსპექტივაში, გამარჯვებულმა კომპანიამ სრულად უნდა ჩაანაცვლოს ამჟამად მწყობრში მყოფი 7 800 ერთეული Land Rover-ისა და ავსტრიული Pinzgauer-ის მარკის ავტომობილი.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულმა ინიციატივამ, Jaguar Land Rover-ისა და General Motors-ის მხრიდან დიდი ინტერესი გამოიწვია, რადგან ორივე კომპანიას სურს ტენდერში მონაწილეობა და კონტრაქტის მიღება.

ერთი შეხედვით, გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი JLR-ს აქვს, რომელიც აქამდეც იყო სამხედრო კონტრაქტორი და თან ბრიტანეთში ფლობს საწარმოს, თუმცა General Motors-ის შეთავაზება, როგორც ამბობენ, ტექნიკურად და ფინანსურად უფრო საინტერესო იქნება.

აღსანიშნავია, რომ ამერიკულ GM-ს დიდ ბრიტანეთში საწარმოო ბაზა არ გააჩნია, რაც მის პოზიციებს ართულებს. საპასუხოდ ამისა, კომპანიამ კონსორციუმი შექმნა BAE Systems-თან და NP Aerospace-თან, რომელიც ამჟამად სამინისტროს არსებულ ავტოპარკს ემსახურება. მიუხედავად ამ გამოწვევისა, GM-ში იმედოვნებენ, რომ კომპანიას მაინც ექნება კონკურსში გამარჯვების შანსი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

BM.GE

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE