მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Goldman-ის დირექტორი AI-ით გამოწვეულ უმუშევრობის საფრთხეს გადაჭარბებულად მიიჩნევს
Goldman-ის დირექტორი AI-ით გამოწვეულ უმუშევრობის საფრთხეს გადაჭარბებულად მიიჩნევს

Goldman-ის დირექტორი AI-ით გამოწვეულ უმუშევრობის საფრთხეს გადაჭარბებულად მიიჩნევს

BM.GE31 მაისი, 2026, 13:41|bm.ge

ამერიკული საინვესტიციო ბანკის, Goldman Sachs-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დევიდ სოლომონმა გამოცემა New York Times-ისთვის დაწერილ OpEd-ში განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარების ფონზე მასობრივი უმუშევრობის დაწყების შესახებ არსებული შიშები გადაჭარბებულია.

მისი შეფასებით, აშშ-ის ეკონომიკა ახალ ტექნოლოგიებთან ადაპტირებას და სამუშაო ძალის გაფართოებას შეძლებს. მიუხედავად ამისა, უოლ-სტრიტის ბანკის ხელმძღვანელი აღიარებს, რომ ახალი ტექნოლოგია შრომის ბაზარზე გარკვეულ გამოწვევებს შექმნის, თუმცა ის მაინც საზოგადოებისთვის წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი იქნება.

Goldman Sachs-ის ანალიზის მიხედვით, მომდევნო ათი წლის განმავლობაში ხელოვნურმა ინტელექტმა შესაძლოა მიმდინარე სამუშაო საათების 25% სრული ავტომატიზაცია შეძლოს. დევიდ სოლომონის განმარტებით, ტექნოლოგიური პროგრესი დასაქმებულებს უფრო კომპლექსური ამოცანების შესრულებისთვის გაათავისუფლებს, აამაღლებს არსებული პროფესიების სტანდარტებს და შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც კომპანიებში AI სისტემების მართვა დაევალებათ. ბანკირის პროგნოზით, ავტომატიზაციის პროცესი ყველაზე მეტად საბუღალტრო, საბანკო და იურიდიულ სფეროებს შეეხება, სადაც დასაქმებულთა მოვალეობების დიდი ნაწილი რობოტიზებული გახდება.

რაც შეეხება შრომის ბაზარზე არსებულ მიმდინარე ტენდენციებს, საკონსულტაციო კომპანია McKinsey-ის კვლევა აჩვენებს, რომ გამოკითხული ორგანიზაციების 51%-ში ხელოვნურმა ინტელექტმა საწყისი და ჯუნიორ პოზიციების საჭიროება უკვე შეამცირა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„მერია მაბრკოლებს და არ მაძლევს ნებართვას“ - ლაურა ღაჭავა „ჩაინა ლილო სითის“ პროექტზე

„მერია მაბრკოლებს და არ მაძლევს ნებართვას“ - ლაურა ღაჭავა „ჩაინა ლილო სითის“ პროექტზე

BM.GE

საქართველო კარგავს კონკურენტულ უპირატესობას. აშშ და EU სომხეთით უფრო მეტად ინტერესდებიან - ფადი ასლი

საქართველო კარგავს კონკურენტულ უპირატესობას. აშშ და EU სომხეთით უფრო მეტად ინტერესდებიან - ფადი ასლი

BM.GE

PSG-ის ლიგაზე გამარჯვებას საფრანგეთში არეულობა და 400-ზე მეტი ადამიანის დაკავება მოჰყვა

PSG-ის ლიგაზე გამარჯვებას საფრანგეთში არეულობა და 400-ზე მეტი ადამიანის დაკავება მოჰყვა

BM.GE

მართვით სუნთქვაზე მყოფ დიუშენის მქონე პაციენტებს ₾10 000-10 000 ჩაერიცხებათ|₾2 მილიონის განაწილება იწყება

მართვით სუნთქვაზე მყოფ დიუშენის მქონე პაციენტებს ₾10 000-10 000 ჩაერიცხებათ|₾2 მილიონის განაწილება იწყება

BM.GE