მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Goldman Sachs-მა S&P 500-ის სამიზნე პროგნოზი ისევ გაზარდა
Goldman Sachs-მა S&P 500-ის სამიზნე პროგნოზი ისევ გაზარდა

Goldman Sachs-მა S&P 500-ის სამიზნე პროგნოზი ისევ გაზარდა

BM.GE28 მაისი, 2026, 05:00|bm.ge

წამყვანმა ამერიკულმა საინვესტიციო ბანკმა, Goldman Sachs-მა S&P 500 ინდექსის 2026 წლის სამიზნე მაჩვენებელი 7 600-დან 8 000-იან ნიშნულამდე გაზარდა, რაც ამჟამინდელ მაჩვენებელთან შედარებით 6.4%-ით მეტია.

ანგარიშის თანახმად, ბანკის გადაწყვეტილება კორპორაციული მოგების უწყვეტ ზრდასა და პირველი კვარტალის განსაკუთრებით ძლიერ ფინანსურ შედეგებს უკავშირდება. უოლ-სტრიტელი ანალიტიკოსების პროგნოზით, მიმდინარე წლის ბოლომდე ამერიკული კომპანიები დადებითი ამონაგების გენერირებას გააგრძელებენ, განსაკუთრებით ძლიერი შედეგები კი ტექნოლოგიურ კომპანიებს ექნებათ.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ Goldman Sachs-მა ინდექსის წევრი კომპანიების ერთ აქციაზე მოგების (EPS) პროგნოზი მიმდინარე წლისთვის $340-მდე გაზარდა, რაც გასულ წელთან შედარებით 24%-იან მატებას ნიშნავს. 2027 წლისთვის კი მაჩვენებლის კიდევ 13%-ით, $385-მდე ზრდაა მოსალოდნელი.

ბანკის წარმომადგენლების განმარტებით, წელს S&P 500-ის მოგების ზრდის დაახლოებით ნახევარს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურაში განხორციელებული ინვესტიციების ბენეფიციარები უზრუნველყოფენ.

რაც შეეხება ბაზარზე არსებულ რისკებს, ექსპერტები აქციების ფასების კორექციას არ პროგნოზირებენ და მიიჩნევენ, რომ სპეკულაციური ბუშტის არსებობის ან გახეთქვის წინაპირობები არ არსებობს. Goldman-ში იმასაც ამბობენ, რომ ამჟამინდელი მდგომარეობა არაფრის არ ჰგავს 2000-იანი წლების dot-com-ის ბუშტს ან 2008 წლის ფინანსურ კრიზისს, რადგან S&P 500-ის სათავეში მყოფი კომპანიები ყოველ კვარტალში რეკორდულად დიდი მოცულობის მოგებას იღებენ, აქციების ზრდა კი სწორედ მოგების მატებასთან არის კავშირში და არც უბრალოდ სპეკულაციასთან.

თუმცა, ბანკში აღნიშნავენ, რომ ირანის ომის გამო ენერგომატარებლების ფასების ზრდა მომხმარებელთა ხარჯებს ამცირებს, რაც ინფლაციურ ზეწოლას ზრდის და FED-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის შერბილების შანსებს ამცირებს.

ცნობისთვის, S&P 500 ინდექსმა მიმდინარე წელს რეკორდული მაქსიმუმი უკვე მეცხრამეტედ გადალახა - ბოლო რეკორდი ინდექსმა სწორედ გასულ 24 საათში დაამყარა. როგორც პრეზიდენტი ტრამპი აცხადებს, ხელისუფლებაში მისი ყოფნის პერიოდში ამერიკული საფონდო ბირჟა 100%-ით უნდა გაიზარდოს, რაც ბაზარს ზრდის დამატებით პოლიტიკურ სტიმულს აძლევს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE