
Google-ი ახალი ფლაგმანური მოდელის, Gemini 4-ის გამოშვებისთვის ემზადება
Google-მა ხელოვნური ინტელექტის მომდევნო ფლაგმანურ მოდელზე, Gemini 4-ზე მუშაობა ოფიციალურად დააჩქარა. გამოცემა The Information-ის მიერ გავრცელებული ცნობით, კომპანიამ პროდუქტის საჯარო სივრცეში გამოჩენის ვადა 2026 წლის ბოლოდან გაცილებით ადრეულ პერიოდამდე გადმოსწია.
Google DeepMind-ის ტექნოლოგიური დირექტორის, კორაი კავუკჩუოღლუს განცხადებით, დეველოპერული ჯგუფის მიერ სისტემის პირველადმა ტესტირებამ საკმაოდ იმედის მომცემი შედეგები დადო. შესაბამისად, ხელმძღვანელობა მიზნად მომხმარებლებისთვის მოდელის საწყისი ვერსიის უმოკლეს ვადაში შეთავაზებას ისახავს. საყურადღებოა, რომ კომპანიაში კონკრეტული თარიღის დასახელებისაგან ჯერ თავს იკავენებ.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ Gemini 4 ამჟამად გადის წვრთნის შემდგომი დახვეწის იმ ეტაპს, რომლის ფარგლებშიც სპეციალისტები სისტემის ლოგიკურ აზროვნებას, საიმედოობასა და წარმადობას ცდიან და აუმჯობესებენ. დამატებითი სწავლებისა და შეფასების საფუძველზე ინჟინრები პროგრამის ტექნიკურ შესაძლებლობებს სრულყოფილ სახეს მისცემენ.
აღსანიშნავია, რომ ვიდრე Google-ი Gemini 4-ის გამოშვებაზე მუშაობს, ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიაში კონკურენცია მკვეთრად მწვავდება. OpenAI-ი, Anthropic-ი და სხვა მოწინავე ტექნოლოგიური კომპანიები საკუთარ შესაძლებლობებს მუდმივად აფართოებენ. გასულ კვირას სტარტაპებმა ბიუჯეტური მოდელები, Opus 5.5 და ChatGPT Sol-ი და Luna გამოუშვეს. როგორც the Information-ი წერს, ეს გარემოება Google-ზე წნეხს ზრდის, რადგან ამერიკული გიგანტი სწრაფად ცვალებად ბაზარზე საკუთარი პოზიციების დაკარგვის რისკის წინაშე დგება.
ცნობისთვის, Google-მა მულტიმოდალური ხელოვნური ინტელექტის პირველი თაობის მოდელი Gemini საჯაროდ 2023 წლის მიწურულს წარადგინა. ამჟამად კი ყველაზე ბოლო ვერსია Gemini 3.8 არის.
BM.GE
წყარო: bm.ge