მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Google-ის მოგება რეკორდული 81%-ით გაიზარდა
Google-ის მოგება რეკორდული 81%-ით გაიზარდა

Google-ის მოგება რეკორდული 81%-ით გაიზარდა

BM.GE30 აპრილი, 2026, 18:29|bm.ge

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Google-მა 2026 წლის პირველი კვარტლის ფინანსური შედეგები წარადგინა, რომლის მიხედვითაც კომპანიის შემოსავალმა $109.9 მილიარდი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ $107.2 მილიარდს მნიშვნელოვნად აჭარბებს.

რაც შეეხება სუფთა მოგებას, ის $62.57 მილიარდამდე გაიზარდა, რაც თითო აქციაზე $5.11-ს შეადგენს. თუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კომპანიის მოგება $34.54 მილიარდი იყო, ამჯერად ზრდამ რეკორდული 81% შეადგინა, რაც ყველანაირი მოლოდინს აჭარბებს.

კომპანიის ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა Cloud-მიმართულება აღმოჩნდა, რომლის შემოსავალი 63%-ით გაიზარდა და $20 მილიარდი შეადგინა.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, სუნდარ პიჩაის განცხადებით, კორპორაციული ხელოვნური ინტელექტის გადაწყვეტილებები პირველ კვარტალში ზრდის ძირითადი ფაქტორი გახდა. პარალელურად, Gemini Enterprise-ის ფასიანი მომხმარებლების რაოდენობა წინა კვარტალთან შედარებით 40%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება სარეკლამო მიმართულებას, Google-ის სარეკლამო შემოსავლებმა $77.25 მილიარდს მიაღწია, რაც წლიურ ჭრილში 15.5%-იანი მატებაა. ამასთან, YouTube-ის სარეკლამო მაჩვენებელი $9.88 მილიარდით განისაზღვრა, რაც ანალიტიკოსების მიერ ნავარაუდებ $9.99 მილიარდს მცირედით ჩამორჩა.

ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურაზე მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, Google-მა 2026 წლის კაპიტალური დანახარჯების პროგნოზი $180-$190 მილიარდამდე გაზარდა. ფინანსური დირექტორის, ანატ აშკენაზის თქმით, 2027 წელს აღნიშნული ხარჯების კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ზრდაა მოსალოდნელი.

სუნდარ პიჩაიმ აღნიშნა, რომ კომპანია ამ ეტაპზე გამოთვლითი რესურსების დეფიციტს განიცდის, წინააღმდეგ შემთხვევაში Cloud-მიმართულების შემოსავალი კიდევ უფრო მაღალი იქნებოდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE