მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Google-ის შეფასება რეკორდულ $4.6 ტრილიონამდე გაიზარდა
Google-ის შეფასება რეკორდულ $4.6 ტრილიონამდე გაიზარდა

Google-ის შეფასება რეკორდულ $4.6 ტრილიონამდე გაიზარდა

BM.GE1 მაისი, 2026, 22:34|bm.ge

მოსალოდნელზე გაცილებით უკეთესი ფინანსური შედეგების გასაჯაროების ფონზე, Google-ის აქციების შეფასება ერთ დღეში 10%-ით გაიზარდა და ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის საბაზრო კაპიტალიზაციამ ახალ რეკორდულ ნიშნულს, 4 ტრილიონ 620 მილიარდ დოლარს მიაღწია.

ამ მაჩვენებლით Google-ს რეიტინგში მე-2 ადგილი უჭირავს და ის NVIDIA-ს მხოლოდ $230 მილიარდით ჩამორჩება.

1-წლიან პერიოდში Google-ის შეფასება 134%-ით არის გაზრდილი, ხოლო 5-წლიან პერიოდში მას 217%-იანი ზრდა აქვს.

ფინანსურ შედეგებს რაც შეეხება, წინა კვარტალში კომპანიის შემოსავალმა $109.9 მილიარდი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ $107.2 მილიარდს მნიშვნელოვნად აჭარბებს.

რაც შეეხება სუფთა მოგებას, ის $62.57 მილიარდამდე გაიზარდა, რაც თითო აქციაზე $5.11-ს შეადგენს. თუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კომპანიის მოგება $34.54 მილიარდი იყო, ამჯერად ზრდამ რეკორდული 81% შეადგინა, რაც ყველანაირი მოლოდინს აჭარბებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE