მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Google-მა Android-ზე დაფუძნებული ახალი ლეპტოპი წარადგინა
Google-მა Android-ზე დაფუძნებული ახალი ლეპტოპი წარადგინა

Google-მა Android-ზე დაფუძნებული ახალი ლეპტოპი წარადგინა

BM.GE14 მაისი, 2026, 03:39|bm.ge

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Google-მა ახალი თაობის ლეპტოპების ხაზი, Googlebook-ი დააანონსა, რომელიც ბაზარზე მიმდინარე წლის შემოდგომაზე გამოვა.

როგორც ირკვევა, ახალი მოწყობილობები Android-ისა და ChromeOS-ის შერწყმის შედეგად შექმნილ ოპერაციულ სისტემაზე იმუშავებს. მიუხედავად იმისა, რომ სისტემის შიდა კოდური სახელწოდება Aluminium-ია, კომპანიის წარმომადგენლობის განმარტებით, ოფიციალური ბრენდინგი მოგვიანებით გასაჯაროვდება.

არსებული ინფორმაციით, Googlebook-ის პლატფორმა Android-ის ტექნოლოგიურ ფუნდამენტზეა აგებული, რაც მას დესკტოპის დონის აპლიკაციების მხარდაჭერისა და სმარტფონებთან უწყვეტი ინტეგრაციის შესაძლებლობას აძლევს. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ სისტემის ყველა დონეზე Gemini-ს ხელოვნური ინტელექტი იქნება ინტეგრირებული.

ერთ-ერთ მთავარ სიახლეს Magic Pointer-ის ფუნქცია წარმოადგენს, რომელიც კურსორის ეკრანზე მითითებისას კონტექსტურ შეთავაზებებს, მაგალითად, მეილში მითითებული თარიღის მიხედვით შეხვედრის დაგეგმვას უზრუნველყოფს.

.როგორც ცნობილია, კომპანია პირველი მოდელების შესაქმნელად ისეთ პარტნიორებთან თანამშრომლობს, როგორებიცაა: Acer, Asus, Dell, HP და Lenovo. ამ ეტაპზე კონკრეტული ტექნიკური მახასიათებლები, ჩიპსეტების ტიპები ან მოწყობილობების ფასი არ სახელდება.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ Googlebook-ის გამოჩენა Chromebook-ების გაუქმებას არ ნიშნავს. კომპანიის განმარტებით, არსებული Chromebook-ები 10-წლიანი უსაფრთხოების განახლებების მხარდაჭერას კვლავ მიიღებენ და Googlebook-ის გაშვების შემდეგ ბაზარზე ახალი Chromebook-ებიც გამოვა. თუმცა, ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ Google-ის მთავარი ფოკუსი უფრო მძლავრ, Android-ზე ორიენტირებულ ახალ პლატფორმაზე გადაინაცვლებს.

ექსპერტების შეფასებით, Googlebook-ის სამიზნე აუდიტორია ის სეგმენტია, რომელიც ბიუჯეტური Windows ლეპტოპის ან MacBook Neo-ს შეძენას განიხილავს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მერიამ „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციები დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერიამ „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციები დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

ფინანსური ხელმისაწვდომობა "ყველგან და ყველასთვის" - ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი Industry Talks-ის გენერალური პარტნიორია

ფინანსური ხელმისაწვდომობა "ყველგან და ყველასთვის" - ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი Industry Talks-ის გენერალური პარტნიორია

BM.GE