მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Google, Microsoft, Anthropic და OpenAI კიბერუსაფრთხოების შესახებ გაფრთხილებას ავრცელებენ
Google, Microsoft, Anthropic და OpenAI კიბერუსაფრთხოების შესახებ გაფრთხილებას ავრცელებენ

Google, Microsoft, Anthropic და OpenAI კიბერუსაფრთხოების შესახებ გაფრთხილებას ავრცელებენ

BM.GE29 აგვისტო, 2026, 02:10|bm.ge

Google-მა, Microsoft-მა, Anthropic-მა, OpenAI-მა და ასამდე სხვა წამყვანმა კომპანიამ ღია წერილი გამოაქვეყნეს, სადაც ისინი გლობალური კიბერთავდაცვის სასწრაფო გაძლიერებას ითხოვენ.

ტექნოლოგიური სექტორის წარმომადგენელთა განცხადებით, ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარების ფონზე, AI-ინსტრუმენტების გამოყენებით განხორციელებული თავდასხმები უახლოეს თვეებში გაცილებით მასშტაბური და დახვეწილი გახდება.

ხელმომწერები აღნიშნავენ, რომ უსაფრთხოების არსებული მოდელები ახალ გამოწვევებს ვერ გაუმკლავდებიან, ხოლო კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის მიმართულებით არსებული რესურსების ნაკლებობა ვითარებას კიდევ უფრო ამწვავებს.

ერთობლივ მიმართვას ისეთი მსხვილი ფინანსური და ტექნოლოგიური გიგანტებიც უერთდებიან, როგორებიც Capital One-ი, MasterCard-ი, Visa, Adobe, Oracle-ი და IBM-ი არიან. კომპანიები მთავრობებს მოუწოდებენ, საავადმყოფოებსა და წყალმომარაგების ობიექტებს შესაბამისი თავდაცვითი ტექნოლოგიები და ტესტირების შესაძლებლობები სასწრაფოდ მიაწოდონ. ამასთან, წერილში ხაზგასმულია, რომ კერძო სექტორმა და სახელმწიფომ საფრთხეების მოსაგერიებლად თავისი ტექნოლოგიური და ფინანსური რესურსები სრულად უნდა გააერთიანონ.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ეს გაფრთხილება ბოლო პერიოდში გახშირებულ მასშტაბურ კიბერთავდასხმებს მოჰყვა. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, ჩინელმა ჰაკერებმა აშშ-ის სენატის, NASA-ს, ფედერალური რეზერვისა და უშუალოდ იუსტიციის დეპარტამენტის ციფრულ სისტემებში შეღწევა შეძლეს. პარალელურად, AI-აგენტების მხრიდან უსაფრთხოების ბარიერების გვერდის ავლის შემთხვევებიც დაფიქსირდა. კერძოდ, OpenAI-ის ასობით AI-აგენტმა ერთმანეთთან კომუნიკაციისთვის ფარული პლატფორმა შექმნა, რასაც პოპულარულ დეველოპერულ პლატფორმა Hugging Face-ზე იერიში მოჰყვა. ეს ინციდენტი სპეციალისტებმა ხელოვნური ინტელექტის მიერ განხორციელებულ პირველ კიბერთავდასხმად შეაფასეს.

ამ მოცემულობის ფონზე, ტექნოლოგიური გიგანტები მთავრობებს გააქტიურებისა და თავდაცვითი სისტემების დროული ინტეგრაციისაკენ მოუწოდებენ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მსოფლიო არ არის მზად იმ ცვლილებებისთვის, რასაც AI გამოიწვევს - ბილ გეიტსი

მსოფლიო არ არის მზად იმ ცვლილებებისთვის, რასაც AI გამოიწვევს - ბილ გეიტსი

BM.GE

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

BM.GE

მესტიის აეროპორტის არსებული ტერმინალი ვეღარ პასუხობს მგზავრთნაკადს - ახალი ტერმინალის 15 მილიონიანი ტენდერი

მესტიის აეროპორტის არსებული ტერმინალი ვეღარ პასუხობს მგზავრთნაკადს - ახალი ტერმინალის 15 მილიონიანი ტენდერი

BM.GE

ბათუმში ივლისში პირველად ბაზარზე ბინების გასაყიდმა ფასმა იკლო, მეორეულ ბაზარზე კი გაიზარდა - Colliers

ბათუმში ივლისში პირველად ბაზარზე ბინების გასაყიდმა ფასმა იკლო, მეორეულ ბაზარზე კი გაიზარდა - Colliers

BM.GE