მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გრიგოლეთის დარჩენილი მონაკვეთი დაგვიანებით გაიხსნება - კონტრაქტორს ხიდის დემონტაჟი და თავიდან აგება დაევალა
გრიგოლეთის დარჩენილი მონაკვეთი დაგვიანებით გაიხსნება - კონტრაქტორს ხიდის დემონტაჟი და თავიდან აგება დაევალა

გრიგოლეთის დარჩენილი მონაკვეთი დაგვიანებით გაიხსნება - კონტრაქტორს ხიდის დემონტაჟი და თავიდან აგება დაევალა

BM.GE28 აპრილი, 2026, 00:30|bm.ge

ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ განაცხადა, რომ გრიგოლეთის გზის დარჩენილი მონაკვეთი აპრილში არ გაიხსნება, რადგან კონტრაქტორს დაუდგინდა ხარვეზები, რომელთა გამოსწორებისთვისაც ერთ-ერთი ხიდის დემონტაჟი და თავიდან აგება დაევალა - ამის შესახებ მინისტრმა პირველ არხთან ისაუბრა.

„ხარისხთან მიმართებით კომპრომისი არ იქნება. არ აქვს მნიშვნელობა, კომპანია ადგილობრივი იქნება თუ საერთაშორისო, მაგისტრალის მშენებლობა იქნება თუ საბავშვო ბაღის, მიდგომა ყველასთან ერთნაირი იქნება.

ჩვენ აღმოვაჩინეთ გარკვეული ხარვეზები კონკრეტულ ნაგებობასთან დაკავშირებით და კონტრაქტორი დავავალდებულეთ, რომ მოეხდინა რეაგირება’’.

მისივე თქმით, კონტრაქტორი ვალდებული გახდა აღნიშნული ნაგებობის დემონტაჟი და ხელახალი მშენებლობა განეხორციელებინა, რამაც პროექტის დასრულების ვადები გადაავადა.

„ჩვენთვის მთავარი ამოცანაა პროექტების დროულად განხორციელება, თუმცა სისწრაფე ვერ იქნება ხარისხის ხარჯზე. ეს არის პრინციპული საკითხი“ -აღნიშნა მან.

გზის ამ მონაკვეთზე 2022 წლის სექტემბრიდან ჩინური სახელმწიფო კორპორაცია Hunan Road & Bridge Construction Group-ი მუშაობს და ის ბიუჯეტიდან 324.6 მილიონ ლარს იღებს. კომპანიას ხელშეკრულების გაფორმების დროს გავრცელებული ინფორმაციით, სამუშაოები 2 წლის ვადაში უნდა დაესრულებინა, თუმცა გზის 8-კილომეტრიანი მონაკვეთი 2025 დეკემბერში გაიხსნა, ხოლო დარჩენილი 6 კილომეტრის გახსნამ 2026 წლის გაზაფხულამდე გადაიწია, ახლა კი ირკვევა, რომ ამ დარჩენილი მონაკვეთი უფრო გვიან გაიხსნება, ვიდრე აქამდე იყო დაანონსებული.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

BM.GE

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE