
გრილი ზაფხული, სისტემური გათიშვები - ივლისში ელექტროენერგიის მოხმარება 1.2 ტვტ.სთ-მდე შემცირდა | G&T
Galt & Taggart-ის ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, ივლისში ადგილობრივი მოხმარება 4.1%-ით 1.2 ტვტ.სთ-მდე შემცირდა. კლება დაფიქსირდა ყველა სეგმენტში:
• აფხაზეთის რეგიონი: -7.4% წ/წ • პირდაპირი მომხმარებლები: -2.3% წ/წ • საცალო მომხმარებლები: -4.1% წ/წ
საინვესტიციო ბანკში განმარტავენ, რომ მოხმარების კლების მთავარი მიზეზი შედარებით გრილი ზაფხული იყო. ამასთან, მოხმარების შემცირებაში მცირე წვლილი სისტემურ გათიშვებსაც ჰქონდა.
Galt & Taggart-ში აღნიშნავენ, რომ საქართველოში ივლის-აგვისტოში მოხდა 3 სისტემური ავარია, რასაც თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით, რამდენიმე საათის განმავლობაში ელექტროენერგიის შეწყვეტა მოჰყვა. ავარიების მიზეზები ცნობილი არაა და მიმდინარეობს გამოძიება.
"ჩვენი შეფასებით, ავარიების შედეგად, ივლისის თვეში ელექტროენერგიის მოხმარება დაახლოებით 5 გვტ.სთ-ით შემცირდა, რაც ივლისის თვის ქვეყნის ჯამური მოხმარების 0.4%-ია.
მიუხედავად ივლისის კლებისა, ჯამურად, 2026 წლის 7 თვეში, ელექტროენერგიის ადგილობრივი მოხმარება წლიურად 3.8%-ით გაიზარდა და 8.5 ტვტ.სთ შეადგინა", - აღნიშნულია მიმოხილვაში.
BM.GE
წყარო: bm.ge