მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გურია-იმერეთში დიდთოვლობით დაზარალებული მეურნეობების დაფინანსებისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ₾1 080 000 უნდა გამოყოს
გურია-იმერეთში დიდთოვლობით დაზარალებული მეურნეობების დაფინანსებისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ₾1 080 000 უნდა გამოყოს

გურია-იმერეთში დიდთოვლობით დაზარალებული მეურნეობების დაფინანსებისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ₾1 080 000 უნდა გამოყოს

BM.GE29 აპრილი, 2026, 00:30|bm.ge

გურიასა და იმერეთში 2025 წლის თებერვალში, დიდთოვლობით დაზარალებული მეურნეობების დაფინანსების მიზნით, მთავრობამ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 1 080 000 ლარის გამოყოფა დაავალა.

2026 წლის 21 აპრილის მთავრობის განკარგულებით, ცვლილება შევიდა 2025 წლის 19 ივნისის განკარგულებაში, რომლითაც მთავრობამ გასულ წელს გურიისა და იმერეთის რეგიონებში 2025 წლის თებერვალში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული ფერმერული მეურნეობების დახმარების მიზნით გასატარებელი ღონისძიებები დაამტკიცა.

პროგრამის მიზანი ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების/პროგრამების ფარგლებში შექმნილი ფერმერული მეურნეობ(ებ)ის აღდგენაა, რისთვისაც ფინანსური დახმარებაა გათვალისწინებული.

მას სოფლის განვითარების სააგენტო განახორციელებს. პროგრამის პოტენციური ბენეფიციარები არიან პირები, რომელსაც იმერეთისა და გურიის რეგიონებში მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შექმნილი აქვთ ფერმერული მეურნეობა ან/და „საპილოტე პროგრამა ქალებისთვის“ ფარგლებში აქვთ სასათბურე მეურნეობა ან/და შეღავათიანი აგროკრედიტის „გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის“ ფარგლებში აქვს გადამმუშავებელი აწ/და შემნახველი საწარმო, ან/და მეცხოველეობის (მსხვილფეხა ან წვრილფეხა პირუტყვის) ფერმა ან/და სასათბურე მეურნეობა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

BM.GE