მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. “გვაქვს უმნიშვნელო კლება რაოდენობაში და მცირე კლება შემოსავლებში” – GASA
“გვაქვს უმნიშვნელო კლება რაოდენობაში და მცირე კლება შემოსავლებში” – GASA

“გვაქვს უმნიშვნელო კლება რაოდენობაში და მცირე კლება შემოსავლებში” – GASA

BM.GE26 სექტემბერი, 2026, 04:33|bm.ge

GASA-ს დამფუძნებელი და “კავკასიის ტურისტული ჰოლდინგის” გენერალური დირექტორი გიორგი შენგელია აცხადებს, რომ რეგიონში არსებული კრიზისის მიუხედავად, საქართველოს ტურიზმში წელი შესაძლოა ზრდით დასრულდეს.

მისი თქმით, მიმდინარე წელს საქართველოში ტურისტული ნაკადების განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა ევროპული ბაზრებიდან, მათ შორის დიდი ბრიტანეთიდან, რაც პირდაპირი რეისების დამატებამ განაპირობა. ასევე მაღალი აქტივობაა ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან, ისრაელიდან და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი სიახლეა ჩინეთის უმსხვილესი ქალაქიდან — შანხაიდან პირდაპირი ფრენების დაწყებაც, საიდანაც მაღალბიუჯეტიანი ტურისტების მოზიდვა იგეგმება.

”მსოფლიო ტურიზმის ასოციაციამ ზრდის პროგნოზი შეამცირა , თუმცა საქართველოს მაგალითზე ჩვენ მაინც ოპტიმისტურად ვუყურებთ მოვლენებს და ვფიქრობთ, რომ რეგიონში სერიოზული კრიზისის მიუხედავად ეს ქვეყანა შარშანდელ შემოსავლებს გაიმეორებს”-განაცხადა შენგელიამ “საქმის კურსთან” ინტერვიუში.

“საქართველოს მიმართულებით წელს საკმაოდ დიდი ზრდა ჰქონდა ევროპულ ბაზრებს. ევროპიდან ტურისტების რაოდენობა გაიზარდა საქართველოს მიმართულებით, დიდი ბრიტანეთი გამოირჩეოდა მათ შორის, რაც პირდაპირმა რეისებმა განაპირობა. დივერსიფიცირებამ შედეგად ის მოგვიტანა, რომ გვაქვს უმნიშვნელო კლება რაოდენობაში და მცირე კლება შემოსავლებში ჯერჯერობით, თუმცა შემოდგომა მიდის ძალიან კარგად და იმედი გვაქვს, რომ შემოდგომის შედეგებმა შეიძლება წლევანდელ წელს ზრდაც დაგვიფიქსიროს.

მსოფლიო ბაზარზე პროგნოზები ოდნავ შეამცირა მსოფლიო ტურიზმის ასოციაციამ, თუმცა საქართველოს მაგალითზე ჩვენ მაინც ოპტიმისტურად ვუყურებთ მოვლენებს და ვფიქრობთ, რომ ეს ქვეყანა შარშანდელ შემოსავლებს გაიმეორებს, მიუხედავად ძალიან რთული, სერიოზული კრიზისისა, რომელიც ჩვენს რეგიონში მიმდინარეობს”,-აცხადებს გიორგი შენგელია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

როგორ აციფრულებს "თარგმნის სახლი" სათარჯიმნო და სანოტარო სერვისებს - კომპანია ყოველთვიურად 20-30%-ით იზრდება

როგორ აციფრულებს "თარგმნის სახლი" სათარჯიმნო და სანოტარო სერვისებს - კომპანია ყოველთვიურად 20-30%-ით იზრდება

BM.GE

Google-ი ახალი ფლაგმანური მოდელის, Gemini 4-ის გამოშვებისთვის ემზადება

Google-ი ახალი ფლაგმანური მოდელის, Gemini 4-ის გამოშვებისთვის ემზადება

BM.GE

დანიის დაზვერვის ცნობით, რუსეთი NATO-ს წევრებს შესაძლოა მომდევნო თვეებში დაესხას თავს

დანიის დაზვერვის ცნობით, რუსეთი NATO-ს წევრებს შესაძლოა მომდევნო თვეებში დაესხას თავს

BM.GE

"წარმატებული შეხვედრა იყო... კვლავ შევხვდებით ნოემბერში" - დონალდ ტრამპმა სი ძინპინთან შეხვედრა შეაჯამა

"წარმატებული შეხვედრა იყო... კვლავ შევხვდებით ნოემბერში" - დონალდ ტრამპმა სი ძინპინთან შეხვედრა შეაჯამა

BM.GE