მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გზაზე გამოვლენილი დეფექტების გამო, სამტრედია-გრიგოლეთის III მონაკვეთზე მოძრაობა 4 დღით იზღუდება
გზაზე გამოვლენილი დეფექტების გამო, სამტრედია-გრიგოლეთის III მონაკვეთზე მოძრაობა 4 დღით იზღუდება

გზაზე გამოვლენილი დეფექტების გამო, სამტრედია-გრიგოლეთის III მონაკვეთზე მოძრაობა 4 დღით იზღუდება

BM.GE21 სექტემბერი, 2026, 21:38|bm.ge

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სამტრედია–გრიგოლეთის ავტომაგისტრალის კმ30–კმ42 მონაკვეთზე (ლოტი 3), ხიდებთან მისასვლელებზე გამოვლენილი ლოკალური დეფორმაციების აღმოსაფხვრელად, კონტრაქტორი კომპანიის ხარჯით გზის საფარის აღდგენის სამუშაოები ჩატარდება.

სამუშაოების უსაფრთხოდ და ტექნოლოგიური მოთხოვნების დაცვით შესრულების მიზნით, 2026 წლის 21 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა ორივე მიმართულებით დროებით შეიზღუდება.

შეზღუდვის პერიოდში, სამტრედია–გრიგოლეთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი, ლესას სატრანსპორტო კვანძიდან გადაერთვება საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია–ლანჩხუთი–გრიგოლეთის საავტომობილო გზაზე და ხაჯალიას სატრანსპორტო კვანძისა და ხაჯალია–სუფსას საავტომობილო გზის გავლით განაგრძობს მოძრაობას გრიგოლეთის მიმართულებით.

გრიგოლეთი–სამტრედიის მიმართულებით ავტოტრანსპორტი იმავე მარშრუტით, საპირისპირო მიმართულებით იმოძრავებს.

სამტრედია-გრიგოლეთის მესამე მონაკვეთი ავტოტრანსპორტისთვის სრულად 2026 წლის 18 ივლისს გაიხსნა. გზის სამშენებლო სამუშაოებზე Hunan Road & Bridge Construction Group-ი 2022-2026 წლებში მუშაობდა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან 324.6 მილიონი ლარი მიიღო. კომპანიას ხელშეკრულების გაფორმების დროს გავრცელებული ინფორმაციით, სამუშაოები 2 წლის ვადაში უნდა დაესრულებინა, თუმცა გზის 8-კილომეტრიანი მონაკვეთი 2025 დეკემბერში გაიხსნა, მაგისტრალის მშენებლობა კი საბოლოოდ 2026 წლის 18 ივლისს დასრულდა, თუმცა როგორც ირკვევა გზაზე არის გარკვეული დეფექტები, რომელთა გამოსწორების მიზნითაც მოძრაობა ორმხრივად დაიკეტება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გლობალური ფინანსური ცენტრების ინდექსში აზიური ქალაქები დაწინაურდნენ - TOP 10

გლობალური ფინანსური ცენტრების ინდექსში აზიური ქალაქები დაწინაურდნენ - TOP 10

BM.GE

ინვესტიციების სააგენტოსა და Enterprise Greece-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

ინვესტიციების სააგენტოსა და Enterprise Greece-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

BM.GE

თბილისი-რუსთავის მიმართულებით მიკროავტობუსით მგზავრობა 3 ლარამდე გაძვირდა

თბილისი-რუსთავის მიმართულებით მიკროავტობუსით მგზავრობა 3 ლარამდე გაძვირდა

BM.GE

Visa და Helio AI საქართველოში, სომხეთსა და მოლდოვაში პარტნიორები გახდნენ

Visa და Helio AI საქართველოში, სომხეთსა და მოლდოვაში პარტნიორები გახდნენ

BM.GE