მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჰაკერებმა FBI-ის კრიმინალური ინფორმაციის ბაზა გატეხეს - CNN
ჰაკერებმა FBI-ის კრიმინალური ინფორმაციის ბაზა გატეხეს - CNN

ჰაკერებმა FBI-ის კრიმინალური ინფორმაციის ბაზა გატეხეს - CNN

BM.GE21 ნოემბერი, 2026, 18:58|bm.ge

გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) ეროვნული მონაცემთა ბაზის სავარაუდო გატეხვის ფაქტს იძიებს, რომელსაც ფედერალური, შტატებისა და ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოები კრიმინალური მართლმსაჯულების შესახებ ინფორმაციის გასაცვლელად იყენებენ - ამის შესახებ CNN-ი გამოძიებასთან დაახლოებულ ორ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.

კრიმინალური ინფორმაციის ეროვნული ცენტრის (NCIC) მონაცემთა ბაზის სავარაუდო კომპრომეტირება ბოლო თვეების განმავლობაში FBI-ის სისტემაში უკვე მეორე შეღწევაა და ემატება კიბერინციდენტების იმ სერიას, რომელმაც გასული კვირის განმავლობაში აშშ-ის ოფიციალურ პირებში სერიოზული შეშფოთება გამოიწვია.

აღნიშნული მონაცემთა ბაზა ქვეყნის მასშტაბით სამართალდამცავი ორგანოების მიერ დაკავების ორდერების, კრიმინალური წარსულისა და ნასამართლობის შემოწმების მონაცემების შესანახად და გასაცვლელად გამოიყენება.

გასულ კვირას მომხდარ სხვა გახმაურებულ კიბერინციდენტებს შორის იყო Microsoft-ის სისტემების გლობალური შეფერხება, რომელმაც ასობით მილიონ მომხმარებელზე მოახდინა გავლენა, და აშშ-ის მასშტაბით ავიამიმოსვლის პარალიზება, რის გამოც 18 000-ზე მეტი რეისი გადაიდო ან გაუქმდა.

კიდევ უფრო ადრე კი, სექტემბერში, ციფრული გამოძალვის დაჯგუფებამ, რომელიც "ShinyHunters"-ის სახელითაა ცნობილი, FBI-ის დასაქმების ვებგვერდზე შეაღწია, რის შედეგადაც ბიუროს მოქმედი და ყოფილი თანამშრომლების პერსონალური მონაცემები მოიპარა.

CNN-ის ცნობით, არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ გასულ კვირებში გახმაურებული შემთხვევები და FBI-ის სისტემაში შეღწევა ერთმანეთთან დაკავშირებული მოვლენებია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გიორგი გელაშვილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის პოსტიდან გათავისუფლდა

გიორგი გელაშვილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის პოსტიდან გათავისუფლდა

BM.GE

ბიტკოინის ფასი ბოლო ორი წლის მინიმუმამდე დაეცა

ბიტკოინის ფასი ბოლო ორი წლის მინიმუმამდე დაეცა

BM.GE

GTA 6-მა გაყიდვების რეკორდი მოხსნა - პირველი დღის შემოსავალი $3.8 მილიარდია

GTA 6-მა გაყიდვების რეკორდი მოხსნა - პირველი დღის შემოსავალი $3.8 მილიარდია

BM.GE

პატიმრობა შეეფარდათ პირებს, რომლებმაც საპროცესო შეთანხმების დაპირებით ₾270 ათასი მიითვისეს

პატიმრობა შეეფარდათ პირებს, რომლებმაც საპროცესო შეთანხმების დაპირებით ₾270 ათასი მიითვისეს

BM.GE